როცა სამხრეთ კავკასიის დიდი გეოპოლიტიკური სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა და რუსეთის გავლენა იკარგება - „ქოცი“ რუსები ომით აშინებენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰქონდა ისტორიული გეოპოლიტიკირი გზავნილი:
- სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა აზერბაიჯანი;
- აზერბაიჯანი რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს სარჩელს AZAL -ის ბორტის აფეთქებაზე. ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანის გენპროკურორი აგზავნის მოთხოვნას და პასუხად დუმილია. აქვე გაიხსენა მალაიზიური ბოინგის აფეთქება;
- უკრაინას მოუწოდა, არ დანებდნენ ოკუპაციას.
ამ სიტუაციაში, როცა სამხრეთ კავკასიის დიდი გეოპოლიტიკური სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა და რუსეთის გავლენა იკარგება - ქოცი რუსები ომით აშინებენ ქართველ ხალხს.
წარმოუდგენელი ღალატის მოწმე ვართ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ივანიშვილის ხელით“, - წერს დეკანოიძე.