ელი სააბის ვაჟი, სელიო სააბი დაქორწინდა. ლეგენდარული ლიბანელი დიზაინერის ვაჟი იორდანიელ ზეინ ქუტამზე დაქორწინდა, რომელიც სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობს.
ელეგანტურმა წყვილმა საქორწინო ცერემონია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გამართა. ქორწილს დაახლოებით 1000 სტუმარი დაესწრო, რომელთა უმეტესობა მაღალ საზოგადოებასა და საერთაშორისო მოდის წარმომადგენლებს მოიცავდა.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში წყვილის ძვირადღირებული და ელეგანტური ქორწილი წლის ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად იქცა. დიზაინერმა შვილს ზღაპრული ცერემონია გადაუხადა და სარძლო სამ ულამაზეს კაბაში გამოაწყო.

@lebaneseweddings Mr & Mrs Saab 🖤 #lebaneseweddings #celioandzein #celiosaab #eliesaabbride #wedding ♬ original sound - Lebanese Weddings

შეუღლებამდე წინა საქორწინო წვეულება გაიმართა, მინიატურული პალმებისა და ციცაბო ფერდობების ფონზე ზეინი ძვირფასი კაბით გამოჩნდა.

რელიგიური ცერემონია ბკერკეს შთამბეჭდავ ეკლესიაში, საპატრიარქოს რეზიდენციაში გაიმართა. დიდებულ გარემოში ზეინს კორსეტიანი, გაშლილი საქორწინო კაბა ეცვა. სტრუქტურირებული კორსეტი და ქვედა ბოლო ვერცხლისფერი ნაქარგებით ზღაპრულ იერს აძლევდა პატარძალს.
"ვფიქრობდით, რომ კაბებს შორის ეს ყველაზე სიმბოლური იქნებოდა. მინდოდა, რაღაც ისეთი ჩამეცვა, რაც მარადიულობის გრძნობას დაბადებდა. ელიმ და მე ყველა დეტალზე ერთად ვიმუშავეთ. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ ის ღრმად ჩასწვდა ჩემს პიროვნებას და სტილს, რამაც საშუალება მისცა შეექმნა რაღაც გასაოცარი და ინტიმური", - თქვა პატარძალმა.

ქორწილის მესამე დღეს წყვილმა საბოლოო აღნიშვნისთვის სტუმრები სააბების ოჯახის რეზიდენციაში დაპატიჟა.
ღია ცის ქვეშ, სანთლის შუქზე ვახშამი გაიმართა, სადაც ზღაპრული ატმოსფერო იყო. ამ საღამოსთვის ზეინს კიდევ ერთი უმშვენიერესი კაბა ჰქონდა შემონახული, ღრმა დეკოლტეთი და 4.5 მეტრის სიგრძის ქვედაბოლოთი.

ნაქარგებით, კრისტალებით და ბრილიანტის ფორმის ძვირფასი ქვებით გაწყობილი კაბა ზეინმა მისი სამდღიანი ქორწილის ბოლო დღისთვის შემოინახა. "ბოლო კაბა ლიბანური გლამურისა და ბეირუთის ოქროს ხანით იყო შთაგონებული. მინდოდა რაღაც უფრო თამამი, უფრო გამომწვევი ყოფილიყო, თუმცა ელი სააბისთვის დამახასიათებელი დახვეწილობაც ჰქონოდა ამ კაბას. მასში თავს თავისუფლად, ბედნიერად და ძლიერად ვგრძნობდი",- საუბრობs ზეინი კაბის შესახებ.
წყვილი ერთმანეთს პირველად 2021 წელს დუბაიში შეხვდა. 2024 წელს მათი ნიშნობა შედგა, ახლა კი წყვილმა თავიანთი სიყვარული ფაკრას იდილიურ გარემოში, თვალწარმტაც სოფელში აღნიშნა, რომელიც რომაული ნანგრევებითა და ხმელთაშუა ზღვის განსაცვიფრებელი ხედებითაა ცნობილი.

@lebaneseweddings Her second Elie Saab look? Sleek, striking, and straight out of a dream✨️ #lebaneseweddings #celiozein #eliesaab #weddingcake #beirut ♬ original sound - Lebanese Weddings

მოამზადა ანა სიბოშვილმა