ავტორი:

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გომში - არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გომში - არის მსხვერპლი

სოფელ გომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გზის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.