ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში გაერო-ს დახმარების სატვირთო მანქანების მოლოდინში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 67 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ღაზას სექტორის "ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ საფრთხის აღმოსაფხვრელად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
მაისის ბოლოდან თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია საკვების მოპოვების მცდელობისას პალესტინელების დაღუპვის შესახებ. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათს ღაზას სამხრეთით, ორ ჰუმანიტარულ პუნქტთან ახლოს ისრაელის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა.