ავტორი:

"რას ინატრებდიო, რომ მკითხოთ, ვინატრებდი - ის პერიოდი განმეორდეს!" - ნანი ბრეგვაძე იუბილარია: რას იხსენებს იხსენებს ადრეულ წლებზე და რა საჩუქრის მიღება სურდა მოზარდობისას?

"რას ინატრებდიო, რომ მკითხოთ, ვინატრებდი - ის პერიოდი განმეორდეს!" - ნანი ბრეგვაძე იუბილარია: რას იხსენებს იხსენებს ადრეულ წლებზე და რა საჩუქრის მიღება სურდა მოზარდობისას?

21 ივლისი ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა. ქალბატონ ნანის ვთხოვე, ამ თემასთან დაკავშირებით, ძველი ამბები გაეხსენებინა. მაშინვე დამთანხმდა, მხოლოდ ეს მითხრა: საუბარს დიდხანს ნუ გავაგრძელებთო და ეს პატარა ინტერვიუც შედგა.

- ქალბატონო ნანი, ბავშვობის დროინდელი დაბადების დღეები გაიხსენეთ.

- ამ დროს ყოველთვის სადღაც ვისვენებდით და დედაჩემი აუცილებლად იქ მიხდიდა დაბადების დღეს, სადაც ვიყავით. ადგილს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. არ მახსოვს, რომ ჩემი დაბადების დღე დედას არ გადაეხადოს. ძალიან ლაღი, სიყვარულით სავსე ბავშვობა და ახალგაზრდობის პერიოდი მქონდა. იმ წლებთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, უფრო ზუსტად რომ გამოვხატო - საუკეთესო.

ჩემი დაბადების დღეს ყველანი - დეიდები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები ვიკრიბებოდით აგარაკზე მანგლისში, კიკეთში... ქვეყანა ხალხი ჩამოდიოდა. ერთ წელს ზაფხულში დედაჩემმა წამიყვანა აბასთუმანში. მამაჩემი ახალციხეში ხე-ტყის ქარხანაში მუშაობდა და მან შეარჩია დასასვენებელი ადგილი: დიდ მინდორში იდგა პატარა ქოხი და იქვე მდინარე ჩამოდიოდა. ისეთი სილამაზე იყო... ბუნება, ტყე მიტაცებს. ჰოდა, აბასთუმანში ჩამომაკითხეს გოგო-ბიჭებმა - ოცი მეგობარი შეიკრიბა, დედაჩემმა ისეთი დაბადების დღე გადამიხადა, არასოდეს დამავიწყდება

- თუ გაგიმჟღავნებიათ თქვენი სურვილი, რა გინდოდათ საჩუქრად?

- არ ვიყავი ასეთი, მაგრამ ერთი ეპიზოდი მახსოვს: მე-8 კლასში ვსწავლობდი, მამა მოსკოვში მიდიოდა და ვთხოვე - კარგი თოჯინა ჩამომიტანე-მეთქი. დედაჩემი ნინოობას მიხდიდა ყოველ წელს 14 იანვარს, ბევრი ხალხი მოდიოდა სტუმრად, რა თქმა უნდა, კლასელებიც. პირველ გიმნაზიასთან შესანიშნავი უნივერმაღი იყო. ერთხელ, კლასელებმა მითხრეს, წამოდი და რაც შენ გინდა, იმას გიყიდითო. შევარჩიე საუკეთესო და ძვირიანი ნივთი და წამოვედით უმისოდ...წაიკითხეთ ვრცლად

.