ავტორი:

ლაშა ბექაური, თაკო ტაბატაძე, სალომე ღვინიაშვილი და სხვები - სად და როგორ ისვენებენ ცნობილი ქართველები (ფოტოები)

ლაშა ბექაური, თაკო ტაბატაძე, სალომე ღვინიაშვილი და სხვები - სად და როგორ ისვენებენ ცნობილი ქართველები (ფოტოები)

როდესაც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები დამღლელი რეჟიმისგან დასვენებას გადაწყვეტენ, ისინი ხშირად ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მიმზიდველ კუთხეებს ირჩევენ. მართალია, ბოლო დროს საქართველოს კურორტები სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ ქართველი ვარსკვლავების დასასვენებელ რუკაზე მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ესპანეთს, საბერძნეთსა და საფრანგეთს.

ეს ქვეყნები მათ იზიდავთ არა მხოლოდ ულამაზესი პლაჟებითა და ხმელთაშუა ზღვით, არამედ მდიდარი კულტურით, გასტრონომიითა და გასართოს მრავალფეროვანი საშუალებებით. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, სად და როგორ ატარებენ არდადეგებს ცნობილი ქართველები

ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი ულამაზეს ცოლთან, სოფიასთან და ქალიშვილთან ერთად ესპანეთში ისვენებს.

სალომე ღვინიაშვილმა არჩევანი ამჯერად საბერძნეთის კურორტ პაროსზე გააკეთა. იქ მეუღლე, ზურა ხიზანიშვილთან ერთად იმყოფება. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია.

თეონა კონტრიძე სამხრეთ საფრანგეთში პროვანსს სტუმრობს. “პროვანსში სეირნობისას მივხვდი ერთ რამეს – მე მაოცებს არა დიდი ქალაქები, არამედ პატარა ქალაქები და სოფლები... ქალაქში ლამაზად ცხოვრება, მით უმეტეს, ფულის ქონის შემთხვევაში, არ არის რთული. აი, მაღალი ხარისხის სოფლის ყოფის მოწყობა კი ნამდვილად შთამბეჭდავია", - - წერს მომღერალი

.

მილიონერი ქებურიების ულამაზესმა რძალმა, მოდელმა ქეთი ჟღენტმა რომიდან ჩამოსვლის შემდეგ, დასასვენებლად ყაზბეგს მიაშურა. ქეთის ინსტაგრამის გვერდი გამორჩეულია იმით, რომ ხშირად აქვეყნებს მოგზაურობის ფოტოებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ულამაზესი მარიანა აჩბა ესპანეთში ისვენებს. პიანისტი არაჩვეულებრივ ფორმაშია.

თაკო ტაბატაძე თურქეთში ისვენებს. მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა ერთ-ერთ პოსტში წერს, რომ მზეზე დაიწვა.

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ისვენებს ლაშა ბექაური. ერთ-ერთ ფოტოზე სპორტსმენი ორ მეგობარ ბიჭთან ერთად ჩანს.