ავტორი:

ლოს-ანჯელესის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა - ბორტზე 226 მგზავრი იმყოფებოდა

ლოს-ანჯელესის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა - ბორტზე  226 მგზავრი იმყოფებოდა

Delta Air Lines-ის თვითმფრინავის ძრავს ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

  • ავიაკომპანიის ცნობით, Boeing 767, რომელზეც 226 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, პარასკევს ატლანტაში მიფრინავდა. აფრენიდან მალევე მარცხენა ძრავის გაუმართაობის შედეგად, ცეცხლი გაჩნდა.

  • მფრინავები იძულებულები გახდნენ, თვითმფრინავი ისევ ლოს-ანჯელესის აეროპორტში დაებრუნებინათ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო