ავტორი:

აშშ-ში მამაკაცი, რომელსაც კისერზე  9-კილოგრამიანი ჯაჭვი ეკეთა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატს ემსხვერპლა

აშშ-ში მამაკაცი, რომელსაც კისერზე  9-კილოგრამიანი ჯაჭვი ეკეთა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატს ემსხვერპლა

პოლიციის ცნობით, მამაკაცი, რომელიც ნიუ-იორკში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატმა მიიზიდა, გარდაიცვალა.

61 წლის მამაკაცი ოთხშაბათს, ნასაუს ღია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ოთახში მაშინ შევიდა, როდესაც სკანირება მიმდინარეობდა. ნასაუს ოლქის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა, რის გამოც, აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზიდა.

გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლის თქმით, ქმარს 9 კგ-იანი ჯაჭვი ეკეთა, რომელსაც სიმძიმეებით ვარჯიშისთვის იყენებდა. შემთხვევის დროს, ტექნიკოსებმა აპარატი მალე გამორთეს, თუმცა მამაკაცს გულის შეტევა განუვითარდა. იგი მეორე დღეს გარდაიცვალა.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატები მუშაობისას ძლიერ მაგნიტურ ველს იყენებენ. სწორედ ამიტომ, კვლევის წინ, აპარატის მოქმედების ზონაში ლითონის ნივთით შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. ლითონის ფრენის პოტენციური საფრთხეების გარდა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის მაგნიტებს შეუძლიათ საკრედიტო ბარათების მონაცემების წაშლა, ტელეფონების განადგურება და კარდიოსტიმულატორების გამორთვა.

წყარო