ავტორი:

იჩქარეთ! საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია სპეციალურ ფასად

იჩქარეთ! საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია სპეციალურ ფასად

„პალიტრა L“-ის უნიკალური ხუთტომეულის - „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“ მესამე ტომი დღეიდან, 21 ივლისიდან უკვე ხელმისაწვდომია.

მესამე ტომის შეძენაც, ტრადიციულად, გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად — 18 ლარად შეგიძლიათ!

თუ ჯერ არ გაქვთ პირველი ორი ტომი, დროა, შემოუერთდეთ ამ დიდ კულტურულ მოგზაურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გზას უძველესი დროიდან დღემდე მოგვითხრობს.

რა არის განსაკუთრებული ამ სერიაში?

პირველი ტომი, რომელიც 19 მაისს გამოვიდა, მიმოიხილავს ჩვენს ფესვებს — პერიოდს უძველესი ხანიდან ადრე შუა საუკუნეებამდე. როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები ათასობით წლის წინ; როგორ ჩამოყალიბდა ქართული კულტურის საფუძვლები; რა იყო დიაოხი, კოლხა, იბერია და მათი ადგილი მსოფლიო რუკაზე; როგორ შეეხო ქრისტიანობა ქართულ მიწას; ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ააშენეს საქართველო, მეფეტა ცხოვრება, ბრძოლები და ა.შ.

ყველა ტომი გაფორმებულია ილუსტრაციებით, რეკონსტრუქციებით, არქეოლოგიური რუკებითა და უნიკალური ვიზუალით, რაც ისტორიას აცოცხლებს და მკითხველს ძველ ეპოქაში მოგზაურობის შთაბეჭდილებას უტოვებს.

ეს არ არის მხოლოდ ისტორიის წიგნები — ესაა პასუხი კითხვაზე "ვინ ვართ?" ტომეული გამოსადეგია როგორც მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, ისე ნებისმიერი ასაკის მოყვარული მკითხველისთვის.

ახალი ტომი თვეში ერთხელ გამოიცემა, და ყოველი მათგანის შეძენა გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში 18 ლარად იქნება შესაძლებელი.

წიგნების შეძენა შესაძლებელია როგორც „პალიტრა L“-ის ვებგვერდზე და აპლიკაციაში, ასევე „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით და პრესის გავრცელების პუნქტებში.

R