დიდ ბრიტანეთში ჭიამაიების შემოსევაა - მოსახლეობა იძულებულია თავი მანქანებს შეაფაროს. ხუთშაბათს, ჭიამაიების უეცარმა გუნდმა ინდოეთის წინააღმდეგ ლორდსის ტესტ-მატჩზე თამაშის დროებით შეჩერებაც კი გამოიწვია.

პროფესორმა სტიუარტ რეინოლდსმა, ბათის უნივერსიტეტის მწერების ბიოლოგმა, MailOnline-ს განუცხადა: "ეს პრობლემა მრავალ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს დაფიქსირებულ ცხელ და მშრალ ამინდს ამასთან კავშირი აქვს.
ჩემი ვარაუდით, ხელსაყრელმა ამინდის პირობებმა გამოიწვია ჭიამაიების რაოდენობის ბუმი სახნავ-სათესი მიწებსა და ტყეებში.“


მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება საგანგაშო ჩანდეს, პროფესორი რეინოლდსი აცხადებს, რომ "აბსოლუტურად არაფერია სანერვიულო, ეს ადრეც მომხდარა და კიდევ მოხდება. აღმავლობისა და ვარდნის ციკლები ბუნებაში ხშირია".
