თბილისის გადატვირთული ქუჩები და მუდმივი საცობი ბევრი ადამიანისთვის დიდი გამოწვევა გახდა. საკუთარი ავტომობილით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდე წარმოიდგენთ. სწორედ ამიტომ პირადი მანქანის სწორად შერჩევა და შეძენა მარტივი საქმე არ არის. ის სხვადასხვა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და მათ შორის, მორგებული უნდა იყოს თბილისში მოძრაობის სპეციფიკაზე.
ავტომობილის შერჩევისას, ბევრს ჰგონია, რომ 10,000 დოლარით მხოლოდ მოძველებულ ან ნაკლებად ფუნქციურ ავტომობილებს იყიდის. სინამდვილეში ეს ბიუჯეტი საკმარისია, რომ შეარჩიოთ შედარებით ახალი, ეკონომიური და ამავდროულად, ეკოლოგიური მოდელი.
გთავაზობთ 5 მანქანას, რომლებიც ამ ბიუჯეტის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ და იდეალურად მოერგება თბილისის ქუჩებს:

Toyota Camry (2018 წელი)
Toyota Camry უკვე წლებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სედანია. 10 000 დოლარი ფარგლებში შესაძლებელია 2018 წლიანი მოდელის შეძენა, რომელიც სიმძლავრით, საიმედოობითა და კომფორტით გამოირჩევა.
ამ კონკრეტული მოდელის ნაწილები საქართველოში მარტივად ხელმისაწვდომია, სერვისიც კარგად არის განვითარებული. ჰიბრიდული ვერსიების წვის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, მფლობელებს საწვავის დიდი ხარჯი არ აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქისთვის მართლაც უნივერსალურია. ამავდროულად, ის საკმაოდ გამძლეა აღმართებისა და გრძელი მანძილების დასაფარადაც.
Ford Fusion (2018-2020 წლები)

Ford Fusion ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სედანია საქართველოს ბაზარზე. ბოლო წლებში მან Toyota Prus-ზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა, რადგან უფრო მძლავრი, სტაბილური და მულტიფუნქციურია. აღჭურვილია კარგი უსაფრთხოების სისტემითა და საიმედო ძრავით. ეს მოდელი მორგებულია როგორც ქალაქის მოძრაობას, ისე შორეულ მოგზაურობას.
Tesla Model 3 (2018-2019 წლები)

თუკი გგონიათ, რომ Tesla ჯერ კიდევ ელიტური და მიუწვდომელი ბრენდია, დროა ეს დამოკიდებულება შეცვალოთ. 10 000 დოლარის ფარგლებში უკვე შესაძლებელია კარგი მდგომარეობის Tesla Model 3-ის შეძენა. მას არ სჭირდება საწვავი, დატენვა მარტივია, ხოლო პარკირება თბილისში – უფასო. ელექტრო მანქანის განბაჟება მხოლოდ 500 ლარამდე ღირს, რაც დამატებითი უპირატესობაა. Tesla უკვე კარგად აპრობირებულია საქართველოს ბაზარზე. ნაწილები ხელმისაწვდომია და სპეციალიზებული სერვისიც არსებობს.
Mercedes-Benz C300 (2017 წელი)

თუკი კომფორტზე, სისწრაფესა და დიზაინზე აკეთებთ აქცენტს, მაშინ 10 000 დოლარის ფარგლებში Mercedes-Benz C300 თქვენთვის შესაფერისი არჩევანია.
მართალია, ნაწილები შედარებით ძვირია, ვიდრე Toyota Camry-სა და Ford Fusion-ის შემთხვევაში, მაგრამ მისი მართვა პრემიუმ კლასის გამოცდილებას გთავაზობთ. ის კარგად მოერგება როგორც თბილისურ ყოველდღიურობას, ისე შორ მანძილებს.
Toyota RAV4 (2018 წელი)

Toyota RAV4 იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვინ ყოველდღიურად თბილისში მოძრაობს, მაგრამ ხშირად უწევს ქალაქგარეთ, მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობა. ეს ავტომობილი ერთდროულად ჯიპის სიმძლავრეს და ქროსოვერის მოხერხებულობას აერთიანებს. გამძლეა, „არ ეშინია“ ცუდი გზების, მარტივად ხელმისაწვდომია როგორც ნაწილები, ისე სერვისი. ეკონომიური ძრავა კი მისი დამატებითი უპირატესობაა.
ჩამოთვლილი 5 მოდელი რეალურად ხელმისაწვდომია 10 000 დოლარის ფარგლებში და თბილისის სპეციფიკაზე მაქსიმალურად მორგებულია. თუმცა კიდევ ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა, რომელიც მანქანის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ უმჯობესია მანქანა აშშ-ის აუქციონზე შეიძინოთ და ჩამოიყვანოთ, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე შეარჩიოთ.
მანქანის აუქციონზე შეძენას ბევრი უპირატესობა აქვს. მათ შორის მთავარი კი ფასისა და ხარისხის შესაბამისობაა. ერთი და იმავე ბიუჯეტით აუქციონზე ბევრად უკეთესი მანქანის შეძენაა შესაძლებელი, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე. აუქციონზე გამოტანილი მანქანის ისტორიის შემოწმება დეტალურად არის შესაძლებელი. შესაბამისად, ზუსტად იცით, რას ყიდულობთ და ფასთან შესაბამისობაში ამოწმებთ. საქართველოში არსებული ავტომობილის შეძენისას ასეთი ზუსტი ინფორმაციის მიღება ვერ ხდება. თუმცა აქვე უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ თუ გსურთ თქვენი მოლოდინი 100%-ით გამართლდეს, მანქანა სანდო კომპანიის ჩართულობით უნდა შეიძინოთ და არა - დამოუკიდებლად.

კომპანია Carmall რამდენიმე წელია მომხმარებლებს აშშ-დან მანქანების ჩამოყვანაში ეხმარება.
„ჩვენი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მანქანას ვარჩევთ და ვყიდულობთ ჩვენ, თუმცა მომხმარებელი სრულად არის ჩართული ავტომობილის ყიდვის პროცესში. მას ენიშნება პერსონალური მენეჯერი, რომელიც აქტიური კომუნიკაციით არკვევს, რომელი მანქანა უნდა. ძალიან ბევრ კითხვას სვამს, რომ ზუსტად შერჩეული ავტომობილი შესთავაზოს. ეს პროცესი მაქსიმუმ 2 კვირა გრძელდება. ხშირად მომხმარებელს, რომელსაც კონკრეტული ბიუჯეტი აქვს, ჰგონია, რომ ამა თუ იმ მოდელს ვერ იყიდის, მაგრამ ჩვენი პერსონალური მენეჯერი ახერხებს მოლოდინზე მეტი შესთავაზოს. კონკრეტული მოდელის შერჩევის შემდეგ საქმეში ერთვება ექსპერტთა გუნდი, რომელიც დიდ მონიტორზე აკვირდება თითოეულ ავტომობილს და მომხმარებელს ზუსტ დასკვნას აძლევს. ისინი აფასებენ თითოეულ უმცირეს რისკსაც კი და გასცემენ რეკომენდაციებს. თუ ექსპერტთა გუნდმა დაგვიდასტურა ავტომობილი და მომხმარებელსაც მოეწონა, ვიწყებთ აუქციონზე თამაშს. ამ დროს მყიდველი ან ჩვენთან, ადგილზე ესწრება ყიდვის პროცესს ან ონლაინ არის ჩართული, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. შეიძლება აუქციონის ბედი 50 დოლარმა გადაწყვიტოს და ეს აუცილებლად მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს, რა თანხამდე სურს თამაში“, - განმარტავს Carmall-ის გაყიდვების დირექტორი გიორგი სოზაშვილი.

თუ გონივრულად განსაზღვრავთ საჭიროებებსა და ბიუჯეტს, სწორად შეარჩევთ შუამავალ კომპანიას, რომელიც აშშ-ს აუქციონზე მანქანის შეძენაში დაგეხმარებათ, მაშინ თქვენთვის სასურველი თანხით შეძლებთ იყიდოთ ავტომობილი, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.
NS