ავტორი:

დედამიწამ შეიძლება მაგნიტური ფარი დაკარგოს? -  სამხრეთ ნახევარსფეროში გაჩენილმა ანომალიამ NASA დააფიქრა

დედამიწამ შეიძლება მაგნიტური ფარი დაკარგოს? -  სამხრეთ ნახევარსფეროში გაჩენილმა ანომალიამ NASA დააფიქრა

მეცნიერები კვლავ აქტიურად ლაპარაკობენ ღრუბლებსა და ოზონის ფენის ზემოთ, დედამიწის მაგნიტურ ველში აღმოჩენილი ანომალიის თაობაზე.

ისინი ბოლო ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდნენ ძლივს შესამჩნევ, მაგრამ სტაბილურ დარღვევას დედამიწის მაგნიტურ ველში.

როგორც გამოცემა Ecoticias წერს, ის, რაც ადრე უცვლელად მიიჩნეოდა, ახლა გაფართოებასა და გახლეჩას იწყებს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს უცნაური ველი "ჩამოკიდებულია" სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ ატლანტიკის თავზე. აღნიშნულმა მოვლენამ NASA-ს ყურადღება კარგა ხანია მიიპყრო.

მოგეხსენებათ, რომ დედამიწა გარშემორტყმულია მაგნიტური ველით - ერთგვარი უხილავი ბუშტით, რომელიც კაცობრიობას მზის დამუხტული ნაწილაკების მუდმივი "დაბომბვისგან" იცავს.

ეს ველი წარმოიქმნება დედამიწის გარე ბირთვში მდებარე დნობის ფაზაში მყოფი რკინის მოძრაობის შედეგად, ათასობით კილომეტრის სიღრმეში. ეს პროცესი, რომელსაც გეოდინამო ეწოდება, ქმნის ელექტრულ დენებს, რომლებიც მაგნიტურ ველს აწვდის ენერგიას. თუმცა, როგორც ყველაფერი დანარჩენი ჩვენს პლანეტაზე, ისიც იდეალურად ერთგვაროვანი არ არის.

სამხრეთ ატლანტიკური ანომალია - ეს არის ვრცელი ზონა ცაზე სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის სამხრეთ ნაწილს შორის, იქ, სადაც დედამიწის მაგნიტური ველი განსაკუთრებით სუსტია. NASA მას ხშირად "ჩაღრმავებას" ადარებს, და ის სულ უფრო ფართოვდება.

მეცნიერებმა ეს ანომალია დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს. კერძოდ, როდესაც თანამგზავრები ამ რეგიონზე გადაფრენენ, ისინი მაღალი ენერგიის მზის ნაწილაკების ნაკადს ეჯახებიან. ამის შედეგად შეიძლება ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდეს, სენსორებმა მონაცემები დაკარგოს, და მეტიც, ზოგჯერ შეიძლება ყველა მიღებული ინფორმაცია განადგურდეს.

2020 წლიდან მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ანომალია ორ ცალკეულ ზონად გაიყო, რომელთაგან თითოეული მინიმალური მაგნიტური დაჭიმულობის ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ NASA-მ გადაწყვიტა, მოვლენებს კიდევ უფრო ყურადღებით მიადევნოს თვალი.

გარდა ამისა, წლების განმავლობაში დაგროვებული მონაცემები, მაგალითად, SAMPEX-ის მისიის ფარგლებში მიღებული, ემსახურება სავარაუდო მოდელების შექმნას, რაც ინჟინრებს თანამგზავრების დაცვის დაგეგმვაში ეხმარება. წყარო

იხილეთ ასევე: