ავტორი:

"პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია... შევნიშნე, რომ კიევში ტრამპის ყოფნისას თავდასხმა არ დაფიქსირებულა" - სიბიგა

"პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია... შევნიშნე, რომ კიევში ტრამპის ყოფნისას თავდასხმა არ დაფიქსირებულა" - სიბიგა

კიევში კიტ კელოგის ვიზიტი იმის დასტურია, რომ პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

  • 'შევნიშნე, რომ კიევში მისი ყოფნისას კიევზე რუსი აგრესორის თავდასხმა არ დაფიქსირებულა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ ვისი ეშინია პუტინს. პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მისი თქმით, გასულ კვირას კიევში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტით აშშ-ის ადმინისტრაციამ ინფორმაცია პირველ წყაროდან მიიღო.

"ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რუსულ ნარატივს უნდა დავუპირისპირდეთ, იმას რომ რუსეთი გაიმარჯვებს. არა, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს და უკრაინა არ დამარცხდება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.