ავტორი:

გოგონა, რომელიც ყველას დუბაის სასტიკი წვეულების მსხვერპლი ეგონა, საკუთარ ისტორიას ჰყვება - რა მოხდა სინამდვილეში და ვინ იძალადა უკრაინელ მოდელზე

გოგონა, რომელიც ყველას დუბაის სასტიკი წვეულების მსხვერპლი ეგონა, საკუთარ ისტორიას ჰყვება - რა მოხდა სინამდვილეში და ვინ იძალადა უკრაინელ მოდელზე

დუბაიში, გზის პირას ნაპოვნი უკრაინელი OnlyFans-ის მოდელი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული, პირველად ჰყვება მის მიმართ განხორციელებული შემზარავი ძალადობის შესახებ.

  • 20 წლის მარია კოვალჩუკი 19 მარტს გზის პირას აღმოაჩინეს საშინელი დაზიანებებით, მათ შორის მოტეხილი ხერხემლითა და დამტვრეული კიდურებით. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე კვირა კომაში იყო.

ამჟამად მარია ნორვეგიაში გადის რეაბილიტაციას და რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში დუმილს არღვევს.

ინტერვიუში მარიამ განმარტა, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დუბაიდან ტაილანდში ფრენა გამოტოვა ჩაძინების გამო. სასტუმროდან გამოსვლისას ის შემთხვევით შეხვდა რუს მამაკაცს, რომელიც ერთხელ კარაოკე ბარში ჰყავდა ნანახი.

მარიას მდგომარეობის გაგების შემდეგ, მამაკაცმა ის თავის ოთახში დაპატიჟა და უთხრა, რომ ტაილანდში მის კერძო თვითმფრინავით ერთად გაფრინდებოდნენ. მამაკაცს სამი მეგობარი ახლდა – ერთი მამაკაცი და ორი ქალი.

"ოთახში ავედით. ბიჭები ნახევრად ფხიზლები იყვნენ, წვეულებიდან ახალი მოსულები. საერთო ჯამში, მთელმა დღემ კარგად ჩაიარა. ვსაუბრობდით, განვიხილავდით ჩვენს ტაილანდურ მოგზაურობას. დედასაც კი დავურეკე, ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იყო, ბიჭები ნორმალურები იყვნენ. მათ თანდასწრებით დავრეკე, უსაფრთხოებისთვის".

  • მეორე დღეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მამაკაცებმა მის მიმართ აგრესიულად მოქცევა დაიწყეს.

"ძლიერ ალკოჰოლს სვამდნენ, მაგალითად, ვისკის. გამიბრაზდნენ, მეჩხუბებოდნენ თუ რატომ არ ვსვამდი. შემდეგ იყო აგრესიული ხელის კვრა, ვითომ ხუმრობდნენ: "შენ ჩვენ გვეკუთვნი. რასაც გვინდა, იმას გიზამთ". ვცადე, ეს ხუმრობად მიმეღო, რადგან ნამდვილად უცნაური იყო. შეუსაბამოდ დაიწყეს მოქცევა, ბოთლებს ამსხვრევდნენ იატაკზე. ამის შემდეგ წაიღეს ჩემი პირადი ნივთები, მათ შორის პასპორტი".

მარიამ დაამატა, რომ მამაკაცები "მიანიშნებდნენ", რომ მასთან სექსი უნდოდათ, რაზეც მან უარი თქვა.

სიტუაციის გამწვავებისას მარიამ გაქცევა სცადა, მაგრამ თქვა, რომ მამაკაცებმა ის უკან, ოთახში შეათრიეს. როდესაც ისინი აივანზე გავიდნენ, მან მოახერხა გაქცევა და ახლომდებარე სამშენებლო მოედანზე დაიმალა. შემდეგ მამაკაცებმა იპოვეს და "სცემეს“, - ამბობს მარია.

"გავიქეცი. ქუჩაში რომ გავედი, მათ ვეღარ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მომდევდნენ. უახლოეს შენობასთან მივირბინე, ძალიან შემეშინდა, შევედი და იქ დავიმალე. დაუმთავრებელი შენობა იყო".

მარია ამბობს, რომ არ ახსოვს თავად ძალადობა, რამაც მისი დაზიანებები გამოიწვია, ხოლო CCTV კადრები წაშლილია.

"სამი თვე გავიდა - პოლიცია ელოდა, სანამ კამერები ავტომატურად წაიშლებოდა მომხდარის შემდეგ. ახლა არანაირი მტკიცებულება არ არის, სავარაუდოდ, თავში მირტყეს. შემდეგი სცენა, რაც მახსოვს, არის ის, რომ დახმარებას ვთხოვდი გამვლელ მანქანას, რომელიც გაჩერებული იყო და სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა" - თქვა მარიამ.

გოგონას გაქცევისას სასტუმროს ხალათი ეცვა.

  • "ვფიქრობ, რომ შესაძლოა, გადამაგდეს. ან მცემეს. დაზიანებები ცემას, ან დაცემას ჰგავდა".

მამაკაცები, რომლებსაც მარია ადანაშაულებს, დუბაის პოლიციამ დააკავა – მაგრამ მხოლოდ ერთი დღით. მათ წინააღმდეგ ბრალდება არ წაუყენებიათ.

მარია რვა დღის განმავლობაში დაკარგული იყო მას შემდეგ, რაც მეგობრებს უთხრა, რომ 9 მარტს სასტუმროში წვეულებაზე იყო დაპატიჟებული. 19 მარტს, მისი გაუჩინარებიდან ათი დღის შემდეგ, ნაცემი და სისხლიანი მარია დუბაიში, გზის პირას იპოვეს მოტეხილი კიდურებითა და ხერხემლით. მარია საავადმყოფოში გადაიყვანეს და სიცოცხლის გადასარჩენად სამი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მეოთხე ოპერაცია დასჭირდა.

ადრე ინტერნეტში ვრცელდებოდა ჭორები, რომ კოვალჩუკი ესკორტით იყო დაკავებული, ხოლო მასზე კლიენტებმა იძალადეს. ისმოდა ვერსიები ბინძურ წვეულებებზე არაბ შეიხებთან ერთად. გოგონა უარყოფს მსგავს საქმიანობაში მონაწილეობას. მან ასევე ფეიკად მოიხსენია ინტიმური მომსახურების საიტებზე მისი სახელით შექმნილი გვერდები. თუმცა, აღიარებს, რომ OnlyFans-ზე თამამ კონტენტს ყიდდა.

"ეს იყო კერძო გადაღებები, ამაში მიხდიდნენ", - ამბობს მარია, რომელიც ახლა ეტლში ზის.

გოგონა მსოფლიოში მოგზაურობდა და პიკანტურ კონტენტს აქვეყნებდა. დუბაიში კოვალჩუკი ახალი კონტენტის გადასაღებად, ასევე მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩაფრინდა. პიკანტური კადრებში მას კარგ ჰონორარს უხდიდნენ თვეში 2-3 ათას დოლარს. მარიას დედა ნორვეგიაში სახლების დალაგებებზე მუშაობს. გოგონას არ უნდოდა მასთან დარჩენა პატარა და წყნარ ქალაქში.

მომხდარის შემდეგ მარიას სხეული იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ მისი იდენტიფიცირება მხოლოდ ტატუებით მოხერხდა.

"დუბაი ჩემთვის დაკეტილია. იქ აღარ მინდა მოხვედრა. იქიდან გამოსვლა ძალიან რთული იყო. პოლიცია არ გვიშვებდა გამოძიების გამო. ჩემი პასპორტი წაიღეს, მთელი ამ ხნის განმავლობაში საავადმყოფოში ვიყავი" - გოგონამ აღიარა, რომ ტრაგედიამ მის შეხედულებებზე იმოქმედა. მას აღარ სურს სწრაფი და მარტივი შემოსავალი, რომელიც სიცოცხლისთვის უზარმაზარ რისკებთან არის დაკავშირებული. ის აპირებს გახდეს მანიკიურის სპეციალისტი, შესაძლოა, უმაღლესი განათლებაც მიიღოს.

"დავბრუნდები თუ არა OnlyFans-ზე? არა. ვფიქრობ, ჩემთვის ეს უკვე დასრულებული ამბავია. მინდა დავრჩე ნორვეგიაში, მივიღო განათლება და გავაგრძელო განვითარება. ასეთი სახის შემოსავალი აღარ მაინტერესებს. ვფიქრობ, რომ სხვანაირად შემიძლია თავის რჩენა,“ - მიიჩნევს კოვალჩუკი.

წაიკითხეთ ასევე: