ავტორი:

სკანდალის შემდეგ ბაირონის ცოლი მდიდრულ სასახლეში იმალება - რა არის ცნობილი ქალზე, რომელმაც ქმრის ღალატის ამბავი მსოფლიოსთან ერთად გაიგო

სკანდალის შემდეგ ბაირონის ცოლი მდიდრულ სასახლეში იმალება - რა არის ცნობილი ქალზე, რომელმაც ქმრის ღალატის ამბავი მსოფლიოსთან ერთად გაიგო

გავრცელებული ინფორმაციით, ასტრონომერის აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ბაირონის მეუღლე, მეგან ბაირონი, ოჯახის 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების მეინის სასახლეში განმარტოვდა და ქორწინებასთან დაკავშირებით კრიზისულ მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.

  • 50 წლის მეგან ბაირონს ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის მისი უფროსი და, მაურა, გვერდით დაუდგნენ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ვირუსულად გავრცელდა მისი 50 წლის მეუღლის ვიდეო, სადაც ის Coldplay-ის კონცერტზე, თავის მაღალი რანგის HR აღმასრულებელთან, კრისტინ კაბოტთან ერთად იყო გადაღებული.

მეგანი მასაჩუსეტსის შტატის ნორთბოროში მდებარე ოჯახის 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში გაიქცა და ცდილობს, რომ კენბუნკში, 106 მილის მოშორებით მდებარე მდიდრულ სახლში განმარტოვდეს.

მეგან ბაირონი მარცხნივ

მეგანს, რომელიც ბენკროფტის სკოლის დაწყებითი სკოლისა და ჰოუპ გრეჰემის პროგრამის მიმღები კომისიის ასოცირებული დირექტორია, მეუღლის სავარაუდო ღალატზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მან ხუთშაბათს სოციალური მედიის პროფილებიდან ქმრის გვარი წაშალა და ქალიშვილობის გვარი, კერიგანი დაიბრუნა.

ფეისბუქიდან წაშლილია ბაირონთან და მათ ორ ვაჟთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტოები, მათ შორის ერთი, სადაც ოჯახი ლაშქრობისას და ერთ-ერთი ვაჟის გამოსაშვებ საღამოზე იღიმის. ლაშქრობის ფოტოზე ორივე მშობელსა და მათ ორ შვილს ერთმანეთისთვის ხელი აქვთ გადახვეული და კამერის წინ ნაკადულის ფონზე იღიმიან.

მაგრამ მათი იდეალური ამერიკული ოცნება მას შემდეგ დაიმსხვრა, რაც ბაირონის კადრები, სადაც მას ასტრონომერის HR ხელმძღვანელ კრისტინ კაბოტზე, ხელი აქვს გადახვეული, მთელ მსოფლიოში ელვის სისწრაფით გავრცელდა. მამაკაცი თანამდებობიდან გადადგა.

ბაირონების ოჯახური ფოტო სკანდალამდე

კოლეგები 16 ივლისს, მასაჩუსეტსის შტატის ბოსტონში, Coldplay-ის კონცერტზე „kiss cam“-ზე გამოიჭირეს.

ბაირონის ცოლი მეინში რჩება და აშკარა ღალატთან გამკლავებას ცდილობს.

სახლი, სადაც ახლა მეგანი ცხოვრობს

ოთხ საძინებლიან, ოთხსართულიან სახლში შაბათ-კვირას ოჯახის მრავალი წევრი მიდი-მოდიოდა, თუმცა გაუგებარია, მივიდა თუ არა თავად ბაირონი ცოლთან მომხდარის შემდეგ. მას შემდეგ არც ის და არც კაბოტი არ უნახავთ, თუმცა Astronomer-მა დაადასტურა, რომ ორივე შვებულებაში გაუშვეს, სანამ ბაირონი გადადგებოდა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაბოტი ასევე დაქორწინებულია სხვა აღმასრულებელ დირექტორზე, ენდრიუ კაბოტზე, Privateer Rum-ის, მასაჩუსეტსში დაფუძნებული ლიქიორის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე.

Privateer Rum-ის ვებსაიტზე ენდრიუ კაბოტი მითითებულია როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და COO, და საჯარო დოკუმენტები აჩვენებს, რომ ის მინიმუმ ორჯერ იყო დაქორწინებული, 1993 და 2014 წლებში.

კაბოტების ოჯახის ფესვები ბოსტონის არისტოკრატული საგვარეულოდან მოდის. თაობების მანძილზე ოჯახმა დააგროვა ქონება, რომელიც ამჟამად 15.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ენდრიუს ჰყავს ორი შვილი თავის პირველ მეუღლესთან.

Astronomer შეფასებულია 1 მილიარდ დოლარზე მეტად, კომპანია სწრაფ ზრდას განიცდის მას შემდეგ, რაც ბაირონი 2023 წელს აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მაგრამ ამერიკული ოცნება სწრაფად გადაიქცა კოშმარად როგორც Astronomer-ისთვის, ასევე სკანდალში ჩართული ოჯახებისთვის. მილიარდდოლარიანმა კომპანიამ შაბათს განცხადებით გამოაცხადა აღმასრულებელი დირექტორის გადადგომა.

წყარო