ავტორი:

"ქალი, რომელიც "ვაგზლის მოედანზე" კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სავარაუდოდ, დღეს კლინიკიდან გაეწერება" - ექიმი

"ქალი, რომელიც "ვაგზლის მოედანზე" კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სავარაუდოდ, დღეს კლინიკიდან გაეწერება" - ექიმი

"გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილის განცხადებით, ქალი, რომელიც 14 ივლისს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სავარაუდოდ, დღეს კლინიკიდან გაეწერება.

  • როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდი გონივრული ეჭვი მაქვს, რომ დღეს გავწერ სახლში. კვლავ რეანიმაციაშია და რეანიმაციიდან გაეწერება. საკონტროლო კვლევებიც გავუკეთეთ გუშინ“, - განაცხადა კობა ბალიაშვილმა.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.