ავტორი:

"საუბარი შეწყვიტეთ! დიქციას და ტონს სასამართლოს ვერავინ მიუთითებს" - მოსამართლე გიორგი ახობაძეს

"საუბარი შეწყვიტეთ! დიქციას და ტონს სასამართლოს ვერავინ მიუთითებს" - მოსამართლე გიორგი ახობაძეს

საუბარი შეწყვიტეთ, დიქციას და ტონს სასამართლოს ვერავინ მიუთითებს!,- ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს.

  • სხდომის დაწყებისას მოსამართლეს მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ სხდომაზე დასწრება ბრალდებულის კიდევ ერთ ადვოკატს, ქეთევან აბულაძეს სურდა. მოსამართლემ ახობაძეს ჰკითხა, იცოდა თუ არა მსგავსი ადვოკატი, ვინაიდან არ ახსენდებოდა საქმეში მსგავსი სახელი და გვარით წარმოდგენილი ორდერი. თუმცა, ტყეშელაშვილმა საქმის მასალებში აღნიშნული ორდერის ძებნა დაიწყო და თან დასძინა: „მერე ვიღაცებმა ილუზიები და თეორიები არ მოაბან“.

"ჩემზე საუბრობთ?"- ჰკითხა მოსამართლეს ახობაძემ, რის შემდეგაც, დაიწყო აღნიშნული დიალოგი.

"ვიღაც არის, ვიღაც!“ - მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს, რაზეც ახობაძემ მას ჰკითხა, თუ რატომ ჩხუბობდა.

"არავინ ჩხუბობს, ახლა მომისმინეთ, აქ პოლემიკისთვის არავინაა",- განაცხადა ტყეშელაშვილმა, რის საპასუხოდაც ახობაძემ მას უთხრა, რომ „დიქციას, ტონს მნიშვნელობა აქვს“.

"საუბარი შეწყვიტეთ, დიქციას და ტონს სასამართლოს ვერავინ მიუთითებს! ტონს და დიქციას სასამართლო სხვას უთითებს და სასამართლოს ვერავინ! ეს ენერგია დასკვნითი სიტყვა უნდა მოვისმინოთ და იქ გამოიყენეთ“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მან საქმეში ადვოკატ ქეთევან აბულაძის ორდერი ვერ ნახა და აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე ასეთი ადვოკატი არ ფიქსირდებოდა და არ იცოდა, ეს ყველაფერი რას ემსახურებოდა“.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმია, გიორგი ახობაძის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლოს.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.