თბილისში, 2025 წლის ივნისში — დედაქალაქის ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში — სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, საზეიმო ატმოსფეროში გაიმართა ოფიციალური პრეზენტაცია საქართველოს ბაზარზე გამოსული Nissan-ის ორი ახალი მოდელის: ლეგენდარული Nissan Patrol-ის და გამორჩეული ურბანული ქროსოვერის Nissan Magnite-ის.

ღონისძიება მოიცავდა ტრადიციებისა და თანამედროვეობის ერთობლიობას. სტუმრებმა იხილეს ქართული და იაპონური ნაციონალური ცეკვების შოუ პროგრამა, საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ცნობილი ქართველი მომღერალი. პრეზენტაციას უძღვებოდა ქარიზმატული წამყვანი, რომელმაც ნათლად გაუსვა ხაზი ახალი მოდელების ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობას.
სტუმრებს შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, პარტნიორები, მომხმარებლები და ავტომობილების მოყვარულები. მათ პირველებმა შეძლეს ენახათ სიახლეები და დაესვათ კითხვები კომპანიის წარმომადგენლებისთვის.
Nissan Magnite არის ელეგანტური, ხელმისაწვდომი და ეკონომიური ქროსოვერი. იდეალურია ქალაქის რიტმისთვის. მისი კომპაქტური ზომები, გამორჩეული დიზაინი იდეალური გადაწყვეტაა ახალგაზრდა მძღოლებისთვის და მათთვის ვინც აფასებს კომფორტს ქალაქის ხმაურში.
თავის მხრივ, Nissan Patrol-ი ლეგენდის მეშვიდე თაობაა. ავტომობილი, რომელიც საიმედოობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, დაემატა კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიური გადაწყვეტა. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიიღო უგზოობასა და აქტიური ცხოვრების წესისთვის.
მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ორი განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად მნიშვნელოვანი მოდელი. Magnite-ი ახალგაზრდა ენერგიული ადამიანებისთვის, Patrol -ი კი მათთვის, ვინც ირჩევს მაშტაბს, სიძლიერეს და პრესტიჟს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მანქანები ქართულ ბაზარზე მომხმარებლის ფართო სპექტრს მოიცავს აღნიშნა ბრენდის წარმომადგენელმა.

კომპანია „ჯეო ავტო“ თითქმის 20 წელია, რაც Nissan-ს წარმოადგენს საქართველოში. კომპანია ავტომობილებს 5 წლიანი ან 155,000 კმ ოფიციალური გარანტიით აწვდის და მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს. ტესტ-დრაივზე დარეგისტრირების მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს ქვემოთ მითითებულ მისამართზე ან დარეკონ ნომერზე.

მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი 54, თბილისი, საქართველო
ტელ: (032) 254 10 10;(032)254 10 01
R
WhatsApp: +995 571 82 66 44