დედამიწის ბრუნვისა და საცნობარო სისტემების საერთაშორისო სამსახურისა და აშშ-ის საზღვაო ობსერვატორიის მონაცემების მიხედვით, 10 ივლისი, ასევე 22 ივლისი წლის ყველაზე მოკლე დღეები იყო, 5 აგვისტოს კიდევ უფრო მოკლე დღეებია მოსალოდნელი.
ფიზიკის კანონების თანახმად, დედამიწისა და მისი ატმოსფეროს საერთო კუთხური იმპულსი უნდა დარჩეს მუდმივი, ამიტომ ატმოსფეროს მიერ დაკარგული ბრუნვის სიჩქარე თავად პლანეტამ აითვისა.

დღის ხანგრძლივობა არის დრო, რომელიც პლანეტას თავისი ღერძის გარშემო სრული ბრუნის დასასრულებლად სჭირდება — ბოლო დრომდე დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მუდმივი ეგონათ, მაგრამ მზის, მთვარისა და პლანეტების პოზიციურ დაკვირვებათა ზუსტმა ანალიზმა ცხადყო, რომ დედამიწა არათანაბრად ბრუნავს.
როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დღის ხანგრძლივობა მცირდება — 2020 წლიდან მოყოლებული დედამიწამ სიჩქარის არაერთი რეკორდი მოხსნა. მეტიც, ბოლო პერიოდში პლანეტაზე 1960-იანი წლების შემდეგ 28 უმოკლესი დღე დათვალეს.
"ამ აჩქარების მიზეზი ახსნილი არ არის. მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ ეს დედამიწის შიგნით არსებული ფენომენია. ოკეანისა და ატმოსფერული მოდელები ამ უზარმაზარ აჩქარებას ვერ ხსნის. დედამიწის ბრუნვის უზარმაზარი ცვლილება არ გამოიწვევს კატასტროფას, მაგრამ ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ ძალიან უჩვეულო დროში ვიმყოფებით", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.