რუსული მედიის ინფორმაციით, მალე რუსებს ხმაურიანი სექსისთვისაც დააჯარიმებენ.
23 საათის შემდეგ სიჩუმის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის ინტიმური სიახლოვის დროს ხმაურის გამო, მალე შესაძლოა ადმინისტრაციული წესით აიკრძალოს, რის დარღვევასაც, დაახლოებით, 3 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა მოჰყვება. ამის შესახებ NEWS.ru-სთან საუბარში განაცხადა საცხოვრებელი სექტორის ექსპერტმა დმიტრი ბონდარმა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მეზობლებს უფლება აქვთ სასამართლოსაც მიმართონ და მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება.
ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობენ და თავიანთი საძინებლის ხმაურით მეზობლებს აწუხებენ.
დმიტრი ბონდარმა ასევე განმარტა, რა ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს დუმილის კანონის დარღვევად. მაგალითად, თუ ბინიდან გამომავალი ხმები მეზობლებს აწუხებს, მათ ექნებათ უფლება პოლიციას მიმართონ და ხმაურიანი წყვილი პასუხისმგებლობაში მისცენ.
დმიტრი ბონდარი, საცხოვრებელი საკითხების ექსპერტი:
"ღამეა, ყველა სძინავს, და თქვენ გაქვთ ვნებიანი მომენტები - ხმამაღალი კვნესა, ყვირილი ან თუნდაც ლოგინის კედელზე შეჯახების ხმა. მეზობლებს ეს სიამოვნებას ნამდვილად არ ანიჭებს. ძალიან ხმაურიანი ინტიმური ურთიერთობისთვის ღამის საათებში შეიძლება დაგაჯარიმონ ან გიჩივლონ სასამართლოში".
ბონდარის თქმით, მაგალითად, მოსკოვში ჯარიმამ შეიძლება 3 ათას რუბლს (დაახლოებით, 100 ლარს - რედ.) მიაღწიოს. ჯარიმებისა და მეზობლებთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტი რეკომენდაციას აძლევს რუსებს ხმაურიანი სექსი გადაიტანონ იმ საათებში, როცა დუმილის რეჟიმი არ მოქმედებს ან იზრუნონ ხმის იზოლაციაზე. წყარო