[ჯო უილსონს] რუკა რომ მიუტანო, დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის საქართველო სად არის, შეიძლება ჯორჯიის შტატი ჰგონია, - ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არასწორ განცხადებებს ვისმენდით საქართველოსთან დაკავშირებით. ვსაუბრობდით, რომ ფული აქვს აღებული ამ ადამიანს, რომ დააყენო და მიუტანო რუკა, აჩვენო საქართველო სად არის, დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის სად არის საქართველო. შეიძლება ჯორჯიის შტატი გონია. ფული აქვს აღებული, რასაც დაუწერენ იმას აჟღერებს და იმეორებს“, - აღნიშნა კალაძემ.