ავტორი:

პრინც ჰარისა და უილიამის 20 წლის ბიძაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მედია სამეფო ოჯახის ტრაგედიაზე

პრინც ჰარისა და უილიამის 20 წლის ბიძაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მედია სამეფო ოჯახის ტრაგედიაზე

პრინცების, უილიამისა და ჰარის 20 წლის ბიძაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედართან ნახეს ასევე ცეცხლსასროლი იარაღი. როუზი როში, პრინცესა დაიანას ბიძის შვილიშვილი, საკუთარ სახლში დაიღუპა. ცხედარი დედამ და დამ აღმოაჩინეს.

  • მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა სასამართლო პროცესი 25 ოქტომბრამდე გადაიდო. პოლიციის განცხადებით, "გოგონა საეჭვო ვითარებაში არ გარდაცვლილა".

როუზი დარემის უნივერსიტეტში ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა. პროფესორმა ვენდი პაუერსმა, დარემის უნივერსიტეტის კოლეჯის დირექტორმა, განაცხადა: "უნივერსიტეტის კოლეჯის თანამშრომლები და სტუდენტები უაღრესად დამწუხრებულნი არიან როუზი როშის ტრაგიკული სიკვდილით. როუზი პირველკურსელი იყო. მას უამრავი მეგობარი ჰყავდა“.

მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის ლედი დაიანას ნათესაობაში. 2024 წლის თებერვალში თომას კინგსტონი, ჰარისა და უილიამის ბიძაშვილის, ლედი გაბრიელა კინგსტონის მეუღლე გარდაიცვალა, ცხედართან იპოვეს იარაღი.

მაშინ განაცხადეს, რომ მისტერ კინგსტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ დროისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს როუზის ოჯახმა და პრინც უილიამის წარმომადგენელმა.