ავტორი:

თეფშის ფორმის კოტეჯები ხეებზე, გვირაბი, აფეთქებებისგან დაცული კარი... - ცუკერბერგმა ჰავაიზე მამული გააფართოვა: რას გეგმავს მილიარდერი?

თეფშის ფორმის კოტეჯები ხეებზე, გვირაბი, აფეთქებებისგან დაცული კარი... - ცუკერბერგმა ჰავაიზე მამული გააფართოვა: რას გეგმავს მილიარდერი?

გავრცელებული ინფორმაციით მარკ ცუკერბერგმა თავის 300 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე ჰავაის მამული თითქმის 1000 აკრით გააფართოვა.

  • Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის მფლობელობაში კუნძულ კაუაიზე მდებარე მიწის ჯამური ფართობი 2300 აკრზე მეტია და მასში ის ფერმაც შედის რომელი მან სულ ახლახან 65 მილიონ დოლარად შეიძინა.

თავის მამულში მარკ ცუკერბერგმა ფეხბურთის სტადიონის ფართობის მქონე ორი უზარმაზარი ვილა, სავარჯიშო დარბაზი, ჩოგბურთის კორტი და სტუმრების სახლები ააშენა, დააპროექტებინა ორიგინალური თეფშის ფორმის კოტეჯები ხეებზე, დაამონტაჟა წყალგაყვანილობის სისტემა, გათხარა გვირაბი რომელიც NBA-ის კორტის ზომის მქონე სპეციალური, აფეთქებებისგან დაცული კარებით აღჭურვილი თავშესაფრისკენ მიდის.

გეგმური დოკუმენტების თანახმად, მამულში დაგეგმილია სამი დამატებითი შენობის მშენებლობა, რომელთაგან თითოეულის ფართობი 7,820-დან 11,152 კვადრატულ ფუტამდე მერყეობს, ორი მათგანი მოტელის სტილშია დაპროექტებული და ჯამში16 საძინებელსა და 16 სველი წერტილს მოიცავს, როგორც ვარაუდობენ მომავალში ეს ტერიტორია 100-ზე მეტ ადამიანს შეძლებს უმასპინძლოს.

როგორც ცუკერბერგის წარმომადგენელმა, ბრენდი ჰოფაინმა განაცხადა, მამულის მიწის უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობისთვის — მათ შორის, საქონლის ფერმებისთვის არის განკუთვნილი. აქ უნდა მოხდეს ორგანული კოჭას, მაკადამიას და კურკუმას მოყვანა, ასევე იგეგმება გადაშენების პირას მყოფი ადგილობრივი მცენარეების სახეობებზე ზრუნვა და მათი აღდგენა.

  • მარკ ცუკერბერგმა ჰავაიზე მიწის შეძენა 2014 წლიდან დაიწყო და მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია უკვე აღემატება კუნძულ კაუაის 2024 წლის ბიუჯეტს.

თუმცა მილიარდერის მიერ კუნძულზე წამოწყებულ მშენებლობებს კრიტიკოსებიც არ აკლია, 10 წლის წინ ადგილობრივი მცხოვრები ჯულიან აკო ცუკერბერგის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და აცნობა, რომ მამულის ტერიტორიაზე მის ბებიას და ბებიის ძმის ნეშტები იყო დაკრძალული. აკოს თვეების განმავლობაში დასჭირდა სასამართლო დავა, სანამ საფლავების მონახულებაზე ნებართვის მოპოვებას შეძლებდა, თუმცა წინაპრების ნეშტების მოძიება მაინც ვერ მოახერხა.

მიუხედავად იმისა რომ Meta-ს დამფუძნებელი მილიონობით დოლარს სწირავს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელს უწყობს ბინათმშენებლობის პროცესს და მის პროექტებმა ბევრი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შექმნა, ადგილობრივი მაცხოვრებლები მაინც შიშით უყურებენ მილიარდერის საქმიანობას კუნძულზე. "თუ ასე გაგრძელდა, ჰავაისგან აღარაფერი დარჩება - ეს უბრალოდ მდიდრების კურორტი გახდება და თუ გვინდა რომ, მომავალში ჩვენს კუნძულს კვლავ ჰავაი ეწოდოს, ასეთი საქმიანობა უნდა შეწყდეს" - განუცხადა მედიას კუნძულ კაუაის კოლეჯის პროფესორმა პუალი როსიმ.

წყარო