ავტორი:

თოლიამ 73-მილიონიანი საბრძოლო თვითმფრინავის კაბინა ჩაამსხვრია

თოლიამ 73-მილიონიანი  საბრძოლო თვითმფრინავის კაბინა ჩაამსხვრია

5 ივნისს ესპანეთში, სან-ხავიერის ავიაბაზაზე გამართული Eurofighter-ის საჩვენებელი ფრენების დროს უცნაური შემთხვევა მოხდა, £73 მილიონი ღირებულების ესპანური გამანადგურებლის კაბინას თოლია შეეჯახა და ჩაამსხვრია.

შემთხვევა ავიაფოტოგრაფმა, ხავიერ ალონსო დე მედინა სალგერომ აღბეჭდა, რომელიც ფრენის კადრებს იღებდა, თუმცა შეჯახების მომენტი და ჩამსხვერული კაბინა თვითონაც მოგვიანებით აღმოაჩინა ფოტოებზე.

  • საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და პილოტმა თვითმფრინავი უვნებლად დასვა მიწაზე

როგორც ცნობილია, თვითმფრინავებთან ფრინველების შეჯახება ჩვეული მოვლენაა - მხოლოდ აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 13 000 შემთხვევა ფიქსირდება. მაგრამ იშვიათია, როდესაც ფრინველი პილოტის კაბინის დამსხვრევას ახერხებს და მითუმეტეს, ეს მომენტი კამერაზე აღიბეჭდება.

წყარო