გებელსისეული პროპაგანდის არსი: დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ - აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა „რუსული“ იქცა, პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ფეისბუქზე“ წერს და ავრცელებს საარქივო ჩანაწერებს ოპოზიციონერებისა და ასევე, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებიდან, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პროსუსულს უწოდებენ.
"გებელსისეული პროპაგანდის არსი - დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ!
ამ სიბინძურეს „დიფ სთეითი“ აორგანიზებს - ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს…
რუსული, რუსულმა, რუსულს… ამასობაში აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა “რუსული” იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუკრძალონ, ფუნქციას კარგავენ“,- წერს მდინარაძე.