ავტორი:

"პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მარტოობა დასრულდა... არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, ერთად ვართ" - ნინი ბადურაშვილი

"პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მარტოობა დასრულდა... არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, ერთად ვართ" - ნინი ბადურაშვილი

ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე, ნინი ბადურაშვილი, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მისი შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრება ხშირად ხდება განხილვის საგანი. მომღერალმა ცოტა ხნის წინ, რადიო "ფორტუნა პლუსის" ეთერში, პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მისი "მარტოობა დასრულდა“.

მედიის ინტერესი ნინი ბადურაშვილის მიმართ არასდროს ნელდება, რასაც ხშირად მოჰყვება ხოლმე სხვადასხვა ჭორი თუ გამოგონილი ამბავი. თავად ნინიც აღნიშნავს, რომ მის შესახებ არაერთ "კომიკურ" სათაურს წააწყდა წლების განმავლობაში, რაც მის პოპულარობასა და საზოგადოების ინტერესზე მეტყველებს.

"სათაურები უნდა შემეგროვებინა თავის დროზე, მაგალითად, იყო ასეთი: "ნინი ბადურაშვილი მინდვრის თაგვივით მარტოა“, - განაცხადა მომღერალმა.

თუმცა, ნინი ბადურაშვილმა აღნიშნა, რომ ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეს ის მარტო აღარ არის და მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომლის ვინაობის გამხელისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

"მე, ზოგადად, პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მარტოობა დასრულდა, „მინდვრის თაგვივით“ მარტო აღარ ვარ. არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი პიროვნებაა, ერთად ვართ და ვნახოთ“, - თქვა ნინი ბადურაშვილმა.

ნინი ბადურაშვილი ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე

ერთი წლის წინ, ნინი ბადურაშვილმა გადაცემა „ნოესთან“ ვრცლად ისაუბრა ყოფილ ქმართან, ირაკლი კუტალაძესთან, ურთიერთობაზე და იმ მიზეზებზე, რამაც მათი განქორწინება გამოიწვია.

ნინი ბადურაშვილი: "გათხოვების დროს ემოციურად ვფიქრობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით. ძალიან მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არ იცოდა ჩემი ხასიათი და არც - მე. ალბათ, მაგიტომ მოხდა ასე მალე ჩვენი განქორწინება.

შეიძლებოდა მეც ანგარიში გამეწია, მასაც და უფრო დიდხანს ვყოფილიყავით ერთად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა. ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა. მოსკოვში რაღაც კონცერტი ტარდებოდა და ის ამ ღონისძიების ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო, ასე გავიცანით ერთმანეთი“.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს ქორწინება მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, ნინი ბადურაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"დედობისთვის მზად ვიყავი. 26 წლის გავთხოვდი და ვფიქრობ, ნორმალური ასაკია. ასეთი ბედნიერება არ არსებობს. რაც არ უნდა ვაკეთოთ და შევქმნათ, მთავარი მაინც შვილებია. ელენე აბსოლუტურად განსხვავდება ჩემგან, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. მას შეუძლია სითბოს გადმოცემა, რაც, სამწუხაროდ, მე არ მაქვს, შეიძლება ძალიან მიყვარდეს ადამიანი, მაგრამ...“ - თქვა მომღერალმა გადაცემაში.