რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რთული იქნება, რადგან შეთანხმების შესახებ მემორანდუმების პროექტები დიამეტრულად საპირისპიროა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის დელეგაცია კიევთან მოლაპარაკებებისთვის თურქეთში გაემგზავრა. შეხვედრა დღეს საღამოს არის დაგეგმილი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, დღის წესრიგში მემორანდუმების პროექტებთან დაკავშირებული საკითხები შედის. მხარეები ასევე განიხილავენ ორმხრივი გაცვლის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.