ავიაშოუს დროს საბრძოლო თვითმფრინავი თოლიას შეეჯახა — შემთხვევის შედეგად კაბინის სახურავი დაზიანდა. პილოტი უვნებელი გადარჩა და 73 მილიონი ფუნტის ღირებულების Eurofighter-ის უსაფრთხოდ დაშვება შეძლო.
შემთხვევა 15 ივნისს, ესპანეთის ქალაქ მურსიაში, სან ხავიერის საჰაერო ბაზაზე მოხდა. მისი კამერაზე აღბეჭდვა ფოტოგრაფმა ხავიერ ალონსო დე მედინა სალგერომ მოახერხეს.


"სან ხავიერის რაიონში მდებარე ბაზაზე ვიყავი, იმ ადგილას, სადაც ფოტოგრაფები წაგვიყვანეს. Eurofighter-ის ჩვენებას ვუყურებდით, როდესაც დავინახეთ, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი ავიაშოუს დამთავრებამდე დაეშვა.
რადიოთი განაცხადეს, რომ თოლიას შეეჯახა. შემთხვევა თავად გადავიღე. თუმცა, ის ფაქტი, რომ თვითმფრინავი თოლიას შეეჯახა, მხოლოდ ფოტოების გამჟღავნების შემდეგ გავიაზრე" - ამბობს ფოტოგრაფი.
