მეცნიერებმა ანტარქტიდის წყლების ქვეშ შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთეს - მკვლევრებმა ოკეანის ფსკერზე ღრმად ამოკვეთილი 332 ფარული თხრილი იპოვეს.
"ამათგან ყველაზე სანახაობრივი აღმოსავლეთ ანტარქტიდაა, რომელიც რთული, განშტოებული კანიონების სისტემებით ხასიათდება“ - ამბობს ბარსელონას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დევიდ ამბლასი.

კანიონი ზღვის დონის დაბლა 3500 მეტრამდე ჩადის; ყინულის ამ მასის ქვეშ, ხმელეთის ფსკერი ოკეანის საშუალო სიღრმის ნახევარზე დაბლაა, რვაჯერ უფრო ღრმად, ვიდრე მკვდარი ზღვის სანაპიროები, რომელიც ამჟამად დედამიწის ყველაზე დაბალი მოშიშვლებული ხმელეთია.

ანტარქტიდის წინა აეროკვლევები ძირითადად რადარებს ეფუძნებოდა და სრული სიღრმეების გაზომვა არ შეეძლო. თუმცა, ახლახან გამოქვეყნებული რუკა სახელად BedMachine ყინულებში უფრო ღრმად სწვდება, ვიდრე რომელიმე მსგავსი რუკა აქამდე. რუკის ანალიზით, მკვლევრებმა ყინულის ქვეშ გაცილებით მეტი კანიონი აღმოაჩინეს, ვიდრე ადრე ელოდნენ.
მკვლევარების თქმით, ამ აღმოჩენას შესაძლოა გაცილებით ფართო გავლენა ჰქონდეს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების პროგნოზირებაზე.