გუნდბერტ შერფი იმ გერმანული სტარტაპის თანადამფუძნებელია, რომელიც მიზნად ისახავს, სამხედრო დრონებისა და საბრძოლო ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. სულ რამდენიმე წლის წინ მას თავისი კომპანიის, Helsing-სთვის მცირე ინვესტიციების მოსაზიდადაც კი სერიოზული ბრძოლა უწევდა, თუმცა უკრაინაში ომმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და გასულ თვეში კომპანიის ღირებულებამ 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ნაცისტური წარსულის ტრავმით და პაციფისტური მენტალიტეტით ფორმირებული თანამედროვე გერმანია , წლების განმავლობაში ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს,
დიდ როლს აქ შეერთებული შტატების მიერ მიცემული უსაფრთხოების გარანტიებიც ასრულებდა, თუმცა სიტუაცია იცვლება და აშშ-ს მერყევი მხარდაჭერის ფონზე, ქვეყნის მთავრობა თავდაცვის ბიუჯეტის გასამმაგებას გეგმავს, რომელიც 2029 წლისთვის 162 მილიარდ ევროს მიაღწევს, ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ომის წარმოების უახლესი მეთოდების და ტექნოლოგიების შემუშავებას მოხმარდება.


Helsing იმ გერმანული სტარტაპების ტალღის ნაწილია, რომლებიც ისეთი უახლოესი საბრძოლო ტექნოლოგიების შემუშავებით არიან დაკავებული, როგორიც ტანკის მაგვარი რობოტები, უპილოტო წყალქვეშა აპარატები და ე.წ. ჯაშუში ტარაკნებია.
ისინი უკვე აღმოჩნდნენ შეიარაღების მწარმოებელი გიგანტების: Rheinmetall და Hensoldt-ის გვერდით, რომლებიც სტარტაპებისგან განსხვავებით, უფრო ტრადიციულ შეიარაღებაზე არიან ფოკუსირებული და უზარმაზარი შეკვეთები აქვთ.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გერმანელმა მეცნიერებმა მრავალი სამხედრო ტექნოლოგია შექმნეს - ბალისტიკური რაკეტებიდან დაწყებული, რეაქტიული თვითმფრინავით დამთავრებული.
“ევროპაში ტალანტის დონე ძალიან მაღალია, მაგრამ გერმანიას ბადალი არ ჰყავს“ აცხადებს მორიგი სტარტაპ პროექტის წარმომადგენელი სვენ კრუკი", - დღეს ძალიან დიდი ზეწოლაა გერმანიაზე, რომ გახდეს ევროპის თავდაცვის ლიდერი.“
გერმანია აშშ-ის შემდეგ უკრაინის მეორე უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერია. შეკვეთები კი, რომლებიც ადრე წლები გრძელდებოდა, ახლა თვეებში სრულდება და სტარტაპერებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქტები საბრძოლო მოქმედებების ზონაში გამოსცადონ.
მოამზადა ლაშა ლაშქარაშვილმა