ავტორი:

მისი სიგრძე 64 მეტრია და... - დედამიწას მორიგი ასტეროიდი უახლოვდება: რას პროგნოზირებენ NASA-ს მეცნიერები 28 ივლისს?

მისი სიგრძე 64 მეტრია და... - დედამიწას მორიგი ასტეროიდი უახლოვდება: რას პროგნოზირებენ NASA-ს მეცნიერები 28 ივლისს?

როგორც NASA - ს მონაცემებით გახდა ცნობილი, 28 ივლისს დედამიწას სამგზავრო ავიალაინერის ზომის ასტეროიდი ჩაუფრენს.

  • 2025 OW სახელწოდების ასტეროიდის სიგრძე დაახლოებით, 64 მეტრია და ის ჩვენს პლანეტას 633 000 კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს.

NASA - ს მეცნიერების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი შთამბეჭდავი სიჩქარით - 75,500 კმ/სთ მოძრაობს, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

"კოსმოსური ქვების დედამიწის სიახლოვეს ჩავლა მზის სისტემისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მათი დედამიწასთან მიახლოება მუდმივად ხდება - ეს მზის სისტემის ბუნებრივი მოვლენაა“,- განაცხადა NASA-ს დედამიწის სიახლოვეს მოძრავი ობიექტების კვლევითი ცენტრის (CNEOS) ექსპერტმა, დავიდე ფარნოკიამ.

2025 OW - ს საფრთხეს არ წარმოადგენს.

ფარნოკიამ ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ ასტეროიდზე, რომელიც დაახლოებით 340 მეტრის სიგრძისაა და დედამიწას 2029 წელს ჩაუქროლებს და 38,000 კილომეტრამდე მიუახლოვდება, რაც კოსმოსური მასშტაბებით იმდენად ახლოს ითვლება, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც კი იქნება შესაძლებელი.

წყარო