საქართველოში, თბილისში, მსოფლიო სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს.
საქართველოს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის ინფორმაციით, ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 000-ზე მეტი ტურისტი ესწრება. ჯამში კონცერტს 55 000 ადამიანი.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის პოპულარული გახდა როგორც პოპულარული „ბოიბენდის“ - 'N Sync-ის სოლისტი. 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Justified, რომლის მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ჯასტინ ტიმბერლეიკი 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.