კვიპროსის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი ევაკუირებულია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხანძარმა, რომელიც ოთხშაბათს, შუადღისას, სამხრეთ ქალაქ ლიმასოლის ჩრდილოეთით, მთიან რელიეფზე გაჩნდა, სახლები გაანადგურა და ძლიერი სიცხის ფონზე საფრთხე შეუქმნა თემებს. ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა.

ხელისუფლება სოფელ ლოფუში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციას ცდილობს. სამაშველო ბრიგადის ცნობით, გამთენიისას სახანძრო თვითმფრინავებს ხელახლა განალაგებენ.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FAgiosEfraimcy%2Fvideos%2F2804059489983624%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
"სიტუაცია ძალიან რთულია და ხანძრის ფრონტი უზარმაზარია. ყველა ძალა მობილიზებულია“, - განუცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა ჟურნალისტებს.


კვიპროსმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით დახმარება ითხოვა. ესპანეთი ხუთშაბათს კუნძულზე ორ თვითმფრინავს გააგზავნის. კვიპროსს დახმარება აღუთქვა იორდანიამაც.