რუსეთის ამურის ოლქში „ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ამურის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ორლოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება.