ავტორი:

რუსეთში იპოვეს გაუჩინარებული თვითმფრინავის ფრაგმენტი, რომლის ბორტზეც 43 ადამიანი იმყოფებოდა - წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა: ავიაკატასტროფის დეტალები

რუსეთში იპოვეს გაუჩინარებული თვითმფრინავის ფრაგმენტი, რომლის ბორტზეც 43 ადამიანი იმყოფებოდა - წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა: ავიაკატასტროფის დეტალები

"რუსეთში გაუჩინარებული "ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს", - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • რუსეთის ამურის ოლქის სამოქალაქო თავდაცვის ცენტრის ცნობით, "ან-24“ ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები ტინდადან 16 კილომეტრში, მთის ფერდობზე იპოვეს.

"ძებნის დროს "როსავიაციის“ "მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა თვითმფრინავის ფიუზელაჟი აღმოაჩინა, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ინციდენტის ადგილზე მაშველები მუშაობენ“, - აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ამურის რეგიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

შეგახსენებთ, "ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ამურის ოლქში დღეს დილით მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ხაბაროვსკი-ბლაგოვეშჩინსკი-ტინდას რეისს ახორციელებდა.

თვითმფრინავის ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.