თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, სავარაუდოდ, 3 პირი დააკავეს.
ადგილზე კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა კორპუსის მაცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო.
თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, რასაც მათივე ინფორმაციით, ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა.
წაიკითხეთ ასევე: