ავტორი:

პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

  • ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებს მსხვერპლშეწირვა უწოდა და განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა გაუმართლებელია.

"არ მივცემთ საშუალებას “ქართულ ოცნებას”, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სასაუბრო შეიქმნას, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარა”,- განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პარტია არჩევნების ბოიკოტსაც არ უერთდება და აღნიშნა, რომ რესურსების დახარჯვა, რომ „სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია”.

"ჩვენს ძალებს მოვახმართ იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული კორუმპირებული და ძალაუფლებით თრობაში შესული ადამიანის მიმართ”,- განაცხადა დოლიძემ.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიდან „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აპირებენ. მათ არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი 14 ივლისს მოაწერეს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, 8 მათგანს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.