ტაილანდმა კამბოჯაში სამხედრო ობიექტები დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"გეგმის მიხედვით, სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ძალები გამოვიყენეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტაილანდის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის მოადგილემ, რიჩა სუქსუვანონმა.
შეგახსენებთ, დღეს ტაილანდისა და კამბოჯის სამხედროებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების დაწყებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს.
შეტაკებების დაწყების შემდეგ ტაილანდმა კამბოჯასთან საზღვარი დახურა. ასევე, ტაილანდის არმიის ცნობით, კამბოჯიდან იერიშების შედეგად საზღვრის გასწვრივ მდებარე პროვინციებში ტაილანდის ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა განვითარებული მოვლენების ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა და ტაილანდი "არაპროვოცირებულ და წინასწარ განზრახულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.