უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად გარღვევის მიღწევის მოლოდინი არ გვქონდა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, აგვისტოს ბოლომდე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა "ძნელი წარმოსადგენია“.
შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გუშინ, სტამბოლში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა.