ავტორი:

მასწავლებელმა 20 მოსწავლე სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - რა მოხდა ბანგლადეშში, სადაც საჰაერო გამანადგურებელი სკოლის შენობას შეეჯახა

მასწავლებელმა 20 მოსწავლე სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - რა მოხდა ბანგლადეშში, სადაც საჰაერო გამანადგურებელი სკოლის შენობას შეეჯახა

ორშაბათს, ბანგლადეშის საჰაერო ძალების გამანადგურებელი სკოლის შენობას შეეჯახა. ბავშვების გადარჩენის მცდელობისას მასწავლებელი დაიღუპა.

  • ადგილობრივი გამოცემის ცნობით, 46 წლის ინგლისური ენის მასწავლებელი, მაჰრინ ჩოუდჰურიდ არაერთხელ დაბრუნდა ცეცხლმოკიდებულ საკლასო ოთახში და 20-მდე მოსწავლის გადარჩენა მოახერხა.

ბავშვების გადარჩენის პროცესში მან სხეულის თითქმის 100%-ის დამწვრობა მიიღო და საბოლოოდ გარდაიცვალა. ქალს მეუღლე და ორი მოზარდი ვაჟი დარჩა.

"ეს ბავშვები ჩემი შვილებიც არიან... ყველაფერი გავაკეთე, რომ დაახლოებით 20-25 ადამიანი გამომეყვანა", - უთხრა მან მეუღლეს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

ბანგლადეშის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ F7 თვითმფრინავს ორშაბათს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (07:00 GMT), სასწავლო წვრთნებისთვის აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა და სკოლის შენობას შეეჯახა.

  • კატასტროფის შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. უტარა ადჰუნიკის სამედიცინო კოლეჯის საავადმყოფოს მორიგე ექიმის თქმით, მათი უმეტესობა 10-დან 15 წლამდე ასაკის იყო,

ჩოუდჰური მაილსტოუნის სკოლა-კოლეჯში ის 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. სამშაბათს, ჩრდილოეთ ბანგლადეშში, მშობლიურ რაიონში, ნილფამარიში დაკრძალეს. ბანგლადეშის მთავრობის ლიდერმა, მუჰამედ იუნუსმა, განაცხადა, რომ ინციდენტის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომიტეტი შეიქმნა.

წყარო