ავტორი:

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია

ოკუპირებული აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" რამდენიმე დრონმა დაარღვია. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა”, ბადრა გუნბამ ე.წ. “უშიშროების საბჭოს” სხდომაზე განაცხადა.

გუნბამ “უშიშროების საბჭოს” სხდომა ოკუპირებული რეგიონის “სახელმწიფო საზღვრების: მახლობლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დრონებით მასიური თავდასხმის გამო მოიწვია.

ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე დრონმა ოკუპირებული რეგიონის საჰაერო სივრცე დაარღვია.

გუნბამ აღნიშნულთან დაკავშირებით “ძალოვანი სტრუქტურების” ხელმძღვანელების ინფორმაცია მოისმინა.