ავტორი:

კიმ ჩენ ინმა ჯარს "ნამდვილი ომისთვის" მზადყოფნისკენ მოუწოდა

კიმ ჩენ ინმა ჯარს "ნამდვილი ომისთვის" მზადყოფნისკენ მოუწოდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მორიგ წვრთნებზე დაკვირვების დროს, სამხედროებს “ნამდვილი ომისთვის” მზადყოფნისკენ მოუწოდა.

სახელმწიფო ტელევიზია Korea Central Television-ის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ათვალიერებს სადამკვირვებლო პოსტიდან კიმ ჩენ ინი მიმდინარე საარტილერიო სწავლებებს სამხედრო მაღალჩინოსნების თანხლებით, თუმცა გამართული წვრთნების ზუსტი ადგილმდებარეობა არ გახმაურებულა.

“სამხედროებმა ყოველთვის უნდა იყვნენ მზად ნამდვილი ომისთვის“ და “უნდა შეეძლოთ მტრის განადგურება ნებისმიერი ბრძოლის დროს“ - ნათქვამია კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ინგლისურენოვან განცხადებაში.

სამხრეთ კორეისა და დასავლური დაზვერვის მონაცემებით, ფხენიანმა გასულ წელს რუსეთის კურსკის რეგიონში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა, მათთან ერთად კი - საარტილერიო ჭურვები, რაკეტები და შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები.

სეულს თქმით, რუსეთის მხარეს ბრძოლაში დაახლოებით 600 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა.

მანამდე სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ლიდერი სრულიად უჭერდა მხარს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს.

წყარო