"მკურნალი Community-ის“ საღამო

"მკურნალი Community-ის“ საღამო

17 ივლისს, “ასკანელი ფალესტრამ” განსაკუთრებულ საღამოს - "მკურნალიCommunity“ უმასპინძლა.

ღონისძიებამ სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები, ექიმები და"პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორები გააერთიანა.

ღონისძიება პროფესიული თუ სოციალური თვალსაზრისით მრავალმხრივ საინტერესო იყო. პანელური დისკუსიები, პრაქტიკული გამოცდილება,დაჯილდოება, გათამაშება, დეგუსტაცია, ბლიც ინტერვიუ ექიმებთან ერთად.

დერმატოლოგმა ვერიკო აბრალავამ მზისგან დამცავ საშუალებების მნიშვნელობასა და Babe-ს პროდუქციის უნიკალურობაზე ისაუბრა.

“ავერსის კლინიკის” ოფთალმოლოგ-ქირურგმა გიორგი პეტრიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ის ინოვაციური სიახლე გააცნო, რაც რეფრაქციული ქირურგიის მიმართულებით კლინიკამ დანერგა.

საღამო, ასეთი გამორჩეული ვერ იქნებოდა, იმ პროფესიონალი ექიმების გარეშე ვისთან ერთადაც წლებია “მკურნალი Community” იქმნება.

ღონისძიებაზე დასახელდა რჩეული ექიმები:

  • კახა ქუნთელია - სისხლძარღვთა ქირურგი
  • ბიძინა კულუმბეგოვი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი
  • თამარ მელქაძე - კლინიკური ონკოლოგი
  • ლევან ნაჭყებია - ორთოპედ-ქირურგი
  • გუგა ქაშიბაძე - პლასტიკური ქირურგი

საგანგებო ჯილდო გადაეცა ბატონ არსენ გვენეტაძეს - "მკურნალის”მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.

საუბრები გაგრძელდა სცენის მიღმაც. საღამოს არაფორმალური ნაწილი ცოცხალმა მუსიკამ, გათამაშებამ, თანამედროვე სტილში შესრულებულმა ტრადიციულმა ვახშამმა და ჩარჩოებს მიღმა დარჩენილმა ამბებმა ჩაანაცვლა.

"მკურნალი Community-ის“ საღამომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა “მკურნალის”პლატფორმების მნიშვნელობას სამედიცინო სექტორისთვის და ასევე ბევრი მადლობა მიიღო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიების გენერალური სპონსორები იყვნენ: ავერსი ფარმა და ავერსის კლინიკა.

ხოლო მხარდამჭერები იყვნენ:

  • ასკანელი ფალესტრა
  • „პაბელონი“ - ქართული სტუმარ-მასპინძლობის ბრენდი
  • ტაპი რუჟი TapisRouge – ბუტიკური ტიპის სასტუმრო ბათუმში
  • "დოლსი“ – ყავის აპარატების და ყავის მწარმოებელი ბრენდი.
  • "დრიმი ჯორჯია“
  • "ერგოლაინი“
  • "ისი პარი“
  • სპა ცენტრი "სამ რაანი“
  • გიორგი უშიკიშვილის შატო მარანი
  • "ასკანელის“ პარტნიორი კომპანია "კანტი“