სასამართლოს მტკიცებით, ქალმა, რომელიც თავს პრინცესა დაიანას საიდუმლო შვილად აცხადებდა, მოკლა იმ სახლის მეპატრონე, სადაც თვითონ ცხოვრობდა და ასევე მისი კატა. დანაშაული 2024 წლის 14 აგვისტოს მოხდა.

ნავიდი მანამდე უარყოფდა მკვლელობას, თუმცა მოგვიანებით დანაშაული აღიარა.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლე სარა მანრომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის გათვალისწინებით, კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა. ადვოკატის თქმით, ქალს შიზოფრენია აქვს და მისი მდგომარეობა მკვლელობის წინა დღეს უკიდურესად რთული იყო.
პროკურორის თქმით, ნავიდი თვლის, რომ მას სამეფო ოჯახთან აქვს კავშირი და პრინცესა დაიანასა და დოდი ფაიედის საიდუმლო ქალიშვილია.

ვინ არის ქალი, რომელიც აცხადებს, რომ პრინცესა დაიანას საიდუმლო ქალიშვილია