ავტორი:

რომანტიკული სკანდალის შემდეგ გამქრალი ქალი პირველად გამოჩნდა - გაირკვა, რომ მას სამსახური დაატოვებინეს: "ფოტოებზე საქორწინო ბეჭდის გარეშეა"

რომანტიკული სკანდალის შემდეგ გამქრალი ქალი პირველად გამოჩნდა - გაირკვა, რომ მას სამსახური დაატოვებინეს: "ფოტოებზე საქორწინო ბეჭდის გარეშეა"

ასტრონომერის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი კრისტინ კებოტი პირველად გამოჩნდა ქოლდფლეის "Kiss Cam"-ის სკანდალის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ის თანამდებობიდან გადადგა.

  • პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ დაადასტურა, რომ 52 წლის დაოჯახებული ქალი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ერთი კვირით ადრე, ბოსტონში, 16 ივლისს გამართულ ქოლდფლეის კონცერტზე, ასტრონომერის აღმასრულებელ დირექტორ ენდი ბაირონთან ერთად ჩახუტებული გამოჩნდა.

"კრისტინ კებოტი აღარ არის ასტრონომერში – ის გადადგა", – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მედიას.

"თუმცა, HR ხელმძღვანელი, როგორც ჩანს, უფრო მეტად ზრუნავს თავისი მცენარეების ჯანმრთელობაზე, ვიდრე საკუთარ ქორწინებაზე, ის ოთხშაბათს, პირველად შენიშნეს 2.2 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში" - წერის უცხოური მედია.

Daily Mail-ის ექსკლუზიურ ფოტოებზე ჩანს რომ ადამიანური რესურსების ყოფილი ხელმძღვანელი მარტოა და მოწყენილია, როდესაც თავისი ორსართულიანი და ოთხ საძინებლიანი ქონების გაზონზე, ნიუ ჰემფშირში ყვავილებსა და ბუჩქებს რწყავს.

ქალი გამოძიების პერიოდში შვებულებაში გაუშვეს, „Kiss Cam“-ის ვიდეოს გამო, რომელზეც ის და ბაირონი, რომელიც ასევე დაქორწინებულია, ცდილობდნენ დამალონ თავიანთი ინტიმური მომენტი ბოსტონის სტადიონზე.

ბაირონიც კვირის დასაწყისში გადადგა თანამდებობიდან.

კრისტინი საჯაროდ არ გამოჩენილა ვირუსული ინციდენტის შემდეგ. სახლთან მისასვლელ გზაზე კი გამოჩნდა ახალი ნიშნები „შესვლა აკრძალულია“.

ქალი ფოტოებზე საქორწინო ბეჭდის გარეშეა, რომელსაც მანამდე ატარებდა, მაგრამ საყურადღებოა, ისიც, რომ ბეჭედი არ ეკეთა კონცერტზე.

ქორწინების სტატუსი და კებოტების ოჯახი

მისი ქორწინების სტატუსი უცნობია, რადგან მისი ქმარი, Privateer Rum-ის აღმასრულებელი დირექტორი, 15.4 მილიარდი დოლარის ღირებულების კებოტების ოჯახის ქონების მემკვიდრე, 60 წლის ენდრიუ კებოტი, სახლში არსად ჩანს.

მილიარდერი ბიზნესმენი, გავრცელებული ინფორმაციით, აზიაში სამუშაო მივლინებაში იმყოფებოდა, როდესაც სკანდალი ატყდა და შაბათს დაბრუნდა.

იმ დღეს, კრისტინს სახლში სტუმრები ჰყავდა, რომლებიც უკანა ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ. თავად კი მცენარეებს რწყავდა, ძაღლები, მის გარშემო დარბოდნენ.

კრისტინს მოკლე საუბარი ჰქონდა მამაკაცთან სახლთან მისასვლელ გზაზე, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა კრისტინის შვილთან ერთად მისი წინა ქორწინებიდან, მაგრამ გაურკვეველია, იყო თუ არა მისი ქმარი მძღოლი – ან აპატია თუ არა ცოლს.

წყვილმა 2.2 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი ნიუ ჰემფშირის სანაპიროზე მიმდინარე წლის თებერვალში შეიძინა.

მაგრამ მდიდარმა წყვილს, რომლებსაც სახელმწიფო ქონების ჩანაწერებში ცოლ-ქმრად მოიხსენიებენ, სრულად არ გადაუხდიათ სახლის თანხა. მათ 1.6 მილიონი დოლარის იპოთეკური სესხი Morgan Stanley-ში აიღეს. კებოტებს დაგეგმილი ჰქონდათ ოთხსაძინებლიანი ინგლისის რეზიდენციის რემონტი, რომელიც 1.42 ჰექტარ მიწაზე მდებარეობს. რადგან სახლი ამჟამად იპოთეკით არის დატვირთული შესაძლოა მოუწიოთ ქონების გაყიდვა, თუ განქორწინებას გეგმავენ.

ამ დროისთვის არცერთს არ შეუტანია განცხადება განქორწინებაზე. გაურკვეველია, ზუსტად როდის იქორწინეს, მაგრამ დოკუმენტები ადასტურებს, რომ კრისტინი, რომლის ქალიშვილობის გვარია სტანეკი, დაქორწინებული იყო, როდესაც მიმდინარე წლის დასაწყისში 1.8 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გაყიდა უოტერტაუნში, მასაჩუსეტსში. საჯარო დოკუმენტები აჩვენებს, რომ ენდრიუ მინიმუმ ორჯერ იყო დაქორწინებული მანამდე, 1993 და 2014 წლებში.

კებოტების მდიდარი დინასტია

კებოტი არის ბოსტონ ბრაჰმინების ოჯახის პირდაპირი შთამომავალი. ტერმინი „ბოსტონ ბრაჰმინი“ აღნიშნავს ბოსტონის ისტორიულ არისტოკრატიას, რომელიც თარიღდება უძველესი ინგლისელი კოლონისტებით.

ამ ულტრა-მდიდარ ოჯახებს მე-18 საუკუნიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გავლენა ჰქონდათ.

ენდრიუ თავის საოჯახო ხაზს Privateer Rum-ის ვებსაიტზე აქვეყნებს, სადაც ხაზს უსვამს, რომ ის ოჯახის მეექვსე თაობაა და მისი დამაარსებლის, ენდრიუ კებოტის პირდაპირი შთამომავალია, რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი.

კებოტების ოჯახი, რომელმაც პირველად სიმდიდრე ქვანახშირით მოიპოვა, მინიმუმ 10 თაობას ითვლის და ჩართულია უამრავ ბიზნესში, მათ შორის რომის წარმოებაში.

ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია ბოსტონში, მათი ქონება დღეს მინიმუმ 15.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, და ათწლეულების განმავლობაში პირველად ითვლებოდა, სანამ მათი დინასტია არ დაჩრდილა ჯონ ფ. კენედის პოლიტიკურმა აღზევებამ.

მაგრამ კენედების ძალაუფლების ზრდის მიუხედავად, კებოტები ჯერ კიდევ იმდენად ცნობილები არიან ბოსტონის რაიონში, რომ ადგილობრივები ხუმრობით ამბობენ, რომ ისინი „მხოლოდ ღმერთს ესაუბრებიან“.