შეუძლებელია „ჯინოს“ ერთხელ ესტუმრო და ეს გამოცდილება მარტივად დაივიწყო. ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს დასვენებასა და გართობას, რელაქსაციასა და მხიარულებას, ჯანმრთელობასა და განტვირთვას, მრავალფეროვან აქტივობებსა და ზღვა ემოციებს.
კურორტი თბილისში - სწორედ ასე პოზიციონირდება „ჯინო“, რომელიც თავის მხრივ აკვაპარკსა და სპა სივრცეს აერთიანებს. აღნიშნული მიმართულებები კი სხვადასხვა ასაკისა და სურვილების მქონე მომხმარებლებს მათთვის საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. ამ ყველაფერს ერთი რამ აერთიანებს - ემოციები, რომელიც კვლავ „ჯინოში“ გაბრუნებს.
„ჯინოს“ გუნდი მუდმივად მუშაობს, რომ მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი დასვენების ფორმების ფორმების შეთავაზებით მომხმარებელთა მზარდი ინტერესი დააკმაყოფილოს. შედეგად კი ვიღებთ პრემიალურ და უნიკალურ სივრცეებზე გაზრდილ ხელმისაწვდომობასა და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობის ზრდას.
„ჯინოს“ გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა თამთა სექანია, რომელიც მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ამჯერად სწორედ თამთა გვესაუბრება „ჯინოს ფენომენის“ შესახებ, რატომ არის ის დაუვიწყარი სივრცე და რა განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს მიმდინარე სეზონზე ვიზიტორებს.

თამთა, თქვენი აზრით, რატომ რჩება „ჯინო“ წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის საყვარელ სივრცედ?
„ჯინო“ ნამდვილად ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ აკვაპარკი. ის არის ადგილი, რომელიც აერთიანებს დასვენებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ემოციებს და მრავალფეროვან აქტივობებს. რაც მთავარია, აქ ნახავთ ძალიან ბევრ ბავშვს გაჯეტების გარეშე. ეს სივრცე აერთიანებს ერთდროულად საოჯახო, მეგობრულ, რომანტიკულ და სპა გამოცდილებას. რაც მთავარია, ჩვენთან ყველა ასაკის ადამიანი პოულობს მისთვის საინტერესო სივრცეს. ალბათ, ამიტომაც რჩება „ჯინო“ ყველასთვის საყვარელ ლოკაციად უკვე წლებია. ის ადამიანებზე ორიენტირებული სივრცეა, სადაც ყველა ერთად ისვენებს და ერთობა.

დაგვეხმარეთ, წარმოვიდგინოთ ერთი ჩვეულებრივი დღე „ჯინოში“, რომელი საათიდან დავიწყოთ, რა გამოცდილება მივიღოთ აუცილებლად და როგორ დავასრულოთ დღე?
მოგზაურობა “ჯინოში” დილიდანვე იწყება. 10 საათიდან უკვე შეგიძლიათ მოსვლა. დილა მშვიდი და მყუდროა, განსაკუთრებით, ოჯახებისთვის. დღე შეგიძლიათ დაიწყოთ აკვაპარკის ზონაში: აუზებით, სასრიალოებითა და წყლის ატრაქციონებით. შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ ლაუნჯ ზონაში, სადაც უგემრიელესი კერძებით და კოქტეილებით გაგანებივრებთ ჩვენი კაფე. შუადღის მერე იწყება სხვადასხვა გასართობი აქტივობა, როგორიცაა ქაფის შოუ, DJ, ტამტამები, გათამაშებები და სოლიდური საჩუქრები.
სრულყოფილი დასვენებისთვის დღის ბოლოს შეგიძლიათ ეწვიოთ სპა ზონას, სადაც დაგხვდებათ საუნები, ჯაკუზი და კიდევ სხვა არაერთი სარელაქსაციო სივრცე. ჯინოში სრული დღე რომ გაატაროთ, ალბათ, მაინც დაგრჩებათ სურვილი, რომ მალევე დაბრუნდეთ.
ქაფის შოუ თბილისისთვის ალბათ უნიკალური შეთავაზებაა. მოგვიყევით, სხვა ექსკლუზიური აქტივობების შესახებაც
ზაფხული „ჯინოში“ განსაკუთრებული პერიოდია. ამ სეზონზე სულ სხვა განწყობაა და ბევრი ექსკლუზიური შეთავაზებაც გვაქვს. ქაფის ფართი მართლაც უნიკალური აქტივობაა, რომელზე დასწრებაც ყოველ ხუთშაბათსა და კვირას 16:00 საათიდან შეუძლიათ ჩვენს სტუმრებს. ის განსაკუთრებით თინეიჯერებსა და ახალგაზრდებს უყვართ. ამავე დღეებში „ჯინოში“ დაგხვდებათ ბექაურის მუსიკალური აკადემია და მათი ტამტამების შოუ, ასევე DJ, რომელიც სტუმრების განწყობაზე ზრუნავს. გვაქვს გათამაშებები და არაერთი სოლიდური პრიზიც თამაშდება.

გარდა ამისა, აგვისტოსა და სექტემბერში დაგეგმილია ბევრი თემატური ივენთი, ანიმაციური კინოჩვენება ბავშვებისთვის, აუზზე ფილმის ჩვენება უფროსებისთვის და სხვა უამრავი სიურპრიზი, რომლებსაც ეტაპობრივად დავაანონსებთ.
აკვაპარკის პარალელურად, ძალიან პოპულარულია ველნეს და სპა მიმართულება, ექსელენთ სივრცე. რას გვეტყვით მათ შესახებ?
დიახ, „ჯინოს“ სპა და ველნეს სივრცე ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილია თბილისში. გვაქვს სხვადასხვა ტიპის საუნები: ფინური, მცენარეული, რომაული, მელიის სორო, ინფრა საუნა, მარილის ორთქლის საუნა. ასევე ჩვენთან დაგხვდებათ: ჰიმალაის მარილის ბარი, თერმული აბაზანები, ცივი და ცხელი წყლის ოკეანის ქვებით, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სავარძელი, თერაპია (წყლის) სპეციალური რელაქს ზონა (ტეპიდარიუმი) და სხვადასხვა ტიპის მასაჟი. ეს სივრცე იდეალურია მათთვის, ვისაც სურს განტვირთვა, განმარტოება და სხეულზე ზრუნვა. ბევრ სტუმარს სწორედ სპა ზონა იზიდავს „ჯინოში“, განსაკუთრებით კვირის ბოლოს ან სამუშაო დღის შემდეგ. ეს სივრცე ყველა სეზონზე ძალიან აქტუალურია.

რაც შეეხება ექსელენთს, ეს არის პრივატული სივრცე უნიკალური პროდუქტებითა და სერვისით: ლუდის აბაზანა, კლეოპატრას ოქროს აბაზანები. აქვეა განთავსებული ყინულის ოთახი თოვლცვენის ეფექტით. ეს არის ამიერკავკასიაში უნიკალური კრიო საუნა.
რაც შეეხება ფასებს, რამდენად ხელმისაწვდომია „ჯინო“ სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯინო“ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ გვაქვს სხვადასხვა პაკეტი, მათ შორის, ყოველდღიური, აბონემენტები, საოჯახო შეთავაზებები და სპეციალური ფასები ბავშვებისთვის. 6 წლამდე ბავშვებისთვის კი ჯინო სრულიად უფასოა. გარდა ამისა, ხშირად გვაქვს აქციები და კონკრეტული შეთავაზებები, რომ რეგულარულ ვიზიტორებს მეტი კომფორტი შევთავაზოთ. წლებია აქტიურია „ჯინოს ოთხშაბათი“, რაც აკვაპარკში ყველაზე დაბალ ფასად შესვლას გულისხმობს. ამ ეტაპზე კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება გვაქვს ჩვენი ლოიალური სტუმრებისთვის. ეს გახლავთ აბონემენტის ტიპის პაკეტი Gino’s Friends, რომელიც სპეციალურ ფასად 6-თვიან ულიმიტო ვიზიტებს მოიცავს.
R