ავტორი:

მაღალი ტემპერატურის გამო აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ავტოსადგომზე მანქანა აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა

მაღალი ტემპერატურის გამო აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ავტოსადგომზე მანქანა აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში მდებარე არლინგტონის სახანძრო სამსახურმა "ფეისბუქზე“ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ფეთქდება სადგომზე გაჩერებული ავტომანქანა, მეხანძრეების განმარტებით აფეთქება, დაზიანებული საწვავის ავზიდან გამოყოფილმა ორთქლმა გამოიწვია, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამო, ავზში თხევადი ნივთიერებების ადუღების შედეგად წარმოიქმნა.

აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორიაზე მინიმუმ სამი ავტომობილი გაანადგურა, თუმცა არავინ დაზარალებულა.

აღსანიშნავია რომ არლინგტონში 29 ივნისს კიდევ ერთი მსგავსი ინციდენტი მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. ამჯერად სატვირთო მანქანის ძრავას გაუჩნდა ცეცხლი, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წყარო