ავტორი:

"სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სასარგებლოდ არ ვითარდება, ამის უამრავი სიმპტომი არსებობს..." - როგორია ამ პროცესში აშშ-ის ინტერესები და რა უნდა დაინახოს ქართულმა პოლიტელიტამ?

"სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სასარგებლოდ არ ვითარდება, ამის უამრავი სიმპტომი არსებობს..." - როგორია ამ პროცესში აშშ-ის ინტერესები და რა უნდა დაინახოს ქართულმა პოლიტელიტამ?

სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ცვლილებების მიზეზებზე, სავარაუდოდ, როგორია ტრამპის დამოკიდებულება უკრაინის საკითხში, რა შედეგით დასრულდება პეკინში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივაზე, ამ მოვლენათა ფონზე როგორ გამოიყურება საქართველოს ევროპული მომავალი, "ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო მირიან, რუსეთ-უკრაინის ომის, ევროპასა და რუსეთს შორის ხილული თუ უხილავი დაპირისპირების, აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობის ჯერ "გაციების“, ხოლო შემდეგ "დათბობის“ ფონზე, დაჩქარებულადაც კი ვითარდება პროცესები სამხრეთ კავკასიაში. იგულისხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის გარეშე გამართული მოლაპარაკებები, იმაზე მსჯელობა, რომ ბაქო და ერევანი წლის ბოლომდე ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას. ქვეყნებს შორის იგეგმება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. დაახლოების პროცესია დაწყებული თურქეთსა და სომხეთს შორისაც. ამ ქვეყნებს შორისაც იგეგმება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. მოკლედ, ვითარება სამხრეთ კავკასიაში სერიოზულად იცვლება და ეს ხელშესახები ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაქოში ვიზიტად იმყოფებოდა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი. თუ მანამდე მისაღებად მიიჩნეოდა მოსაზრება რომ "აშშ-ს ინტერესი სამხრეთ კავკასიაში არ ჩანს“, ახლა შეიძლება თქმა, რომ ეს მოსაზრება, როგორც მინიმუმ, სწორი არ აღმოჩნდა.სავარაუდოდ, რა ხდება სამხრეთ კავკასიაში რუსების გარეშე და აღმოსავლეთ საკითხებში ტრამპის მრჩევლის ბაქოში ვიზიტის შემდეგ?

- ხდება სამხრეთ კავკასიის სრულ გადაფორმატებაზე გადასვლა. ეს პროცესი ლაკონურად რომ აღვწეროთ, ხდება შემდეგი - პირველი ეტაპი იყო, როცა სამხრეთ კავკასია იყო რუსეთის, ანუ, ეს იყო რუსეთის პრორუსული სამხრეთ კავკასია, შემდეგი ეტაპი იყო - ურუსეთო სამხრეთ კავკასია, ამჟამად გადავდივართ, სრულად ურუსეთო სამხრეთ კავკასიის კონფიგურაციაზე.

ის, რომ საქართველო ამ პროცესს გარკვეულ წილად ჩამორჩა და მასში მონაწილეობაზე ვიზუალურად უარს აცხადებდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ პროცესის სვლაგეზი შეჩერებული გახლავთ. ანგლო-საქსური პოლიტიკურ ელიტა დირიჟორობს ამ პროცესს. რაც ახლა რუსულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ურთიერთობებში ხდება, ამის ნათელი ილუსტრაციაა.

ჩვენთან, აზერბაიჯანულ-რუსული პოლიტიკური კრიზისი სიღრმისეულად არ იქნა წაკითხული. ახსნილ იქნა როგორც აზერბაიჯანულ-თურქული პოლიტიკური ტანდემის დაპირისპირება რუსეთთან. სინამდვილეში ამ პროცესს უფრო ღრმა და მასშტაბური არსი ჰქონდა.

რუსეთს კულუარულადაც და ღიადაც მის წინააღმდეგ მუსლიმური ფრონტის ფორმირებით დაემუქრნენ თუ კრემლი აზერბაიჯანთან დაძაბულობის ესკალაციას გააგრძელებდა. მხედველობაში მაქვს ამას წინათ ქალაქ ხანკენდიში პრეზიდენტ ალიევის მიწვევით თურქეთის, ირანის, უზბეკეთის და პაკისტანის ლიდერების ჩასვლა. ეს შეხვედრა რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების ესკალაციის ფონზე გაიმართა და მკაფიოდ გამოკვეთილ ანტირუსულ ხასიათს ატარებდა.

სწორედ ამ სამიტის წინა დღეებში თავისი სიშტერით გადადგა რუსეთმა ანტიაზერბაიჯანული ნაბიჯები. ფაქტობრივად, ხანკენდიში გამართული შეხვედრა სამხრეთ კავკასიის გადაფორმატების სერიოზული აქცია იყო და არა მარტო რუსულ-აზერბაიჯანულ-თურქულ დაპირისპირებაზე რეაქცია.

- ინფორმირებული ადამიანების მტკიცებით, აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში, იგულისხმება რუბიო-ლავროვის შეხვედრები, ბატონი ლავროვი მუდმივად აყენებს სამხრეთ კავკასიის საკითხს, მაგრამ ვაშინგტონი მოსკოვს მიანიშნებდა, რომ ამ თემების განხილვის დრო, ჯერ არ დამდგარა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამ საკითხზე გამოთქვით მოსაზრება, რომ ვაშინგტონს სურს სომხეთი ინსტიტუციურად ჩამოაშოროს რუსეთს და ამის შემდეგ ესაუბროს ლავროვს. ამ მოვლენების ფონზე გათავისუფლებულ შუშაში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ალიევმა უკრაინას მოუწოდა - "არ შეეგუონ ოკუპაციას“! არაა გამორიცხული, რუსეთის მისამართით ალიევის განცხადება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ახლა ალიევი არა მარტო თურქეთის, არამედ აშშ-ს ღია მხარდაჭერასაც გრძნობს. ყველაფერი ეს სამხრეთ კავკასიისთვის რას შეიძლება მოასწავებდეს?

- რასაკვირველია. სამწუხაროდ, ჩვენთან, ამ პროცესების უკან თურქეთის გარდა ვერავინ ვერ დაინახეს. ამ პროცესების ასე დანახვა მოვლენების მცდარი აღქმაა. რაც ორი თვეა ხდება სამხრეთ კავკასიაში, არის ამერიკული ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პრეზიდენტი ალიევი ისეთი მიამიტი არაა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანულ ასეთი მაღალი დონის დაპირისპირებაში მხოლოდ თურქეთის მხარდაჭერის იმედად დარჩენილიყო. ფაქტია, რომ ალიევი რუსეთთან ესკალაციის ამგვარ დონემდე წასვლაზე ფეხს კარგა ხანი ითრევდა.

ამას ებმება ყბადაღებული სომხურ-რუსული ესკალაცია. ყველაფერი იყო სინქრონულად დირიჟირებული. აზერბაიჯანულ-სომხური ტანდემის სინქრონიზებისთვის რუსეთი არც მზად იყო და არც ელოდა. მას ვერ წარმოედგინა რომ აზერბაიჯანული და სომხური ელიტები სინქრონულად დაიწყებდნენ მის წინააღმდეგ მოქმედებას.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მახეში გააბეს. ვერც ჩვენ ვერ წარმოგვიდგენდით თუ რა დონის პრესტიჟული დარტყმა მიიღო რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა კურსმა. იმისთვის რომ რომ ეს ნათლად და მკაფიოდ აღვიქვათ, ქართველებმა სერიოზულად უნდა გადავავლოთ თვალი არა მარტო აზერბაიჯანულ-სომხურ, არამედ ირანულ-არაბული სამყაროს სახელისუფლებო რიტორიკას. სხვათა შორის, შუა აზიურსაც.

ფაქტობრივად, რუსეთს უკან დაახევინეს, აიძულეს გადასულიყო აზერბაიჯანთან შემრიგებლურ ტონზე. შუამავალი ემისრები გაეგზავნა. აზერბაიჯანი ამ შუამავლებს შეგნებულად დაპირდა რომ პრეზიდენტი ალიევი პუტინის ემისრებს ბაქოში შეხვდებოდა. ბაქოში პუტინმა ორი დელეგაცია-ემისრები გააგზავნა ალიევთან შესახვედრად, მაგრამ ალიევმა ისინი დემონსტრაციულად არ მიიღო.

ფაქტობრივად, რუსეთთან აზერბაიჯანის დაპირისპირებით რუსეთის პოლიტიკური როლი დაემცრო არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ წინა აზიაში.

ამ პროცესებს ეკონომიკური სარჩულიც აქვს. ბოლო პერიოდში ამოტივტივდა, თურმე ამერიკელების გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში სხვა, ეკონომიკური საფუძველიც ჰქონდა. თურმე, აშშ-ში უკვე არსებობს ამერიკული კომპანიების ნუსხა, მასში შედიან ამერიკული ფესვებით საერთაშორისო, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც აშშ-ს მიერ სამხრეთ კავკასიის ათვისების პირველ ეტაპზე უნდა გამოჩნდნენ.

თურმე, სამხრეთ კავკასიის "ეკონომიკური ათვისების“ გეგმა უკვე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისით საკმაოდ წინწაწეულ ეტაპზე ვყოფილვართ.

- ბრძანებთ, რომ აშშ-მ უკვე გამოკვეთა თავისი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. ჩვენი ხელისუფლება ამ ეტაპზე აშშ-თან და ევროკავშირთან საკმაოდ დაპირისპირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თბილისი ვაშინგტონთან და ბრიუსელთან რიტორიკის დონეზე დაპირისპირებულია, აშშ-ში გადაიდო "მეგობარი აქტის“ მიღება. ეს დროებითია თუ არა, ჯერ არ ვიცით. ვხედავთ იმასაც, რომ აშშ-სა და თურქეთის მონაწილეობით საქართველო მონაწილეობას იღებს ნატოს ფარგლებში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში შავ ზღვაზე.

არადა, შავ ზღვაზე ამერიკელების გამოჩენაზე "ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს - "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“?

იმ ფონზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, თან იმის გათვალისწინებით რაზეც თქვენ ისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ თუ დაგეგმილ ცვლილებებზე, საქართველო სადაა?

- ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ საქართველო ამ პროცესებიდან ამოვარდნილია. ამ პროცესს ჩვენი მხრიდან დირიჟორობს ბიძინა ივანიშვილი. არ მინდა დავიჯერო, რომ ივანიშვილი მარტივ თამაშს თამაშობს. არ უნდა ახალ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ინტეგრირება. არ მჯერა იმის, რომ ივანიშვილი ისეთი მიამიტია რომ ვერ ხედავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატებაში საქართველოს მონაწილეობის არმიღება დაწყებულ პროცესს ვერ შეანელებს.

რეგიონში აშშ-ს მოგერიება საქართველოს ინტერესებში არაა. თუ აშშ-ს სურს რეგიონში შემოსვლა, საქართველოს სურვილი ეს არ დაუშვას, იმდენად შეუთავსებელია მის შესაძლებლობებთან რომ ეს კატასტროფული იქნება როგორც რეჟიმისთვის, ისე საქართველოსთვის.

ამიტომ, როგორც ჩანს, ამ პროცესებთან მიმართებაში ივანიშვილის დამოკიდებულება არის უფრო მომლოდინე. ივანიშვილი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა რუსეთის დამშვიდების პოლიტიკიდან და როგორც ჩანს, ელოდება რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაზე ხელის აღების იურიდიულ ფაქტს, რაც აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უნდა ჩამოყალიბდეს. ბევრჯერ დადასტურდა, რომ სხვანაირად ქცევას ივანიშვილი ვერ გაბედავს.

ივანიშვილი ანტირუსულ ნაბიჯს თავისი ინიციატივით ვერ გადადგამს. არადა, პრინციპში იგი უნდა ხვდებოდეს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან მიდის. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება თუ ივანიშვილი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯს პროცესის ფინალურ ეტაპზე გადადგამს და არა მანამდე.

ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მას ასე მიაჩნია - ურისკოდ გაიაროს ქვეყანამ ეს გზა, მათ შორის მისი უსაფრთხოებისთვისაც. კობახიძის გუნდის აქტივობა ასე იკითხება და არა სხვაგვარად.

არადა, პროცესი რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სასარგებლოდ არ ვითარდება, ამის უამრავი სიმპტომი არსებობს. თქვენ ახსენეთ შავ ზღვაზე აშშ-სა და თურქეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები. ამ წვრთნებში მონაწილეობს აშშ-ს ჯორჯიის შტატის გვარდია. ასეთი რამეები პოლიტიკაში შემთხვევით არ ხდება. ქართულმა პოლიტელიტამ უნდა დაინახოს ამ პროცესებში აშშ-ს დაინტერესება.

ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით, დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სხვა, ასევე მნიშვნელოვან ფაქტს. მასზე ლამის მთელი რეგიონი საუბრობდა, საქართველოს გარდა. აბსოლუტურად ყველა სამხედრო-პოლიტიკურ გამოცემაში იყო ამ თემაზე მსჯელობა. გააგრძელეთ კითხვა