საფრანგეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას კონფლიქტზე გავლენა არ ექნება. ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ პარიზი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
მათ განცხადება გააკეთეს, საფრანგეთმა, მაკრონმა. განცხადებას არავითარი წონა არ აქვს. ძალიან კარგი ადამიანია. მომწონს ის. მაგრამ ამ განცხადებას წონა არ აქვს”, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.
წაიკითხეთ ასევე: