გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს მხოლოდ მოლაპარაკებებით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი უნდა იყოს. ამაში ცალსახა ვარ, მაგრამ ეს უფრო ფართო გეგმის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც, საბოლოოდ, კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტით და პალესტინელებისა და ისრაელებისთვის მდგრადი უსაფრთხოებით დასრულდება“, - აღნიშნა სტარმერმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.
წაიკითხეთ ასევე: